kids.ge logo

დედა ენა

ფავორიტებში დამატება

წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!

დედის ძუძუ მერე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი
მგალობელი ფრინველი.

იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.

ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი -
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.

ამ წიგნიდან გაბრწყინდა
ქართლის დიდი მთიბი,
პირველ ფურცელს გაშლიდა
გამოხატულს იებით.

ის ამ წიგნში უსმენდა
ნაკადულს და ტოროლებს,
საწყალ ხარის ტირილსა,
ხმასევდიან ოროველს.

ხმას გაყინულ კაცისას,
სიცივით რომ კვდებოდა,
მზე საწყალი კაცისა
გორას მიჰფარებოდა.

მას უყვარდა ეს წიგნი,
ჭრელი აბგის მშვენება,
მოგონებს და შუქი
გულზე დაეშენება.

ვიგონებთ და გვახარებს,
რომ აქვს გულში ჩართული, -
ჩვენი წიგნი ლამაზი,
„დედა ენა“ ქართული!

ლექსი 7 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 7-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გიორგი ლეონიძის სხვა ლექსები:

დედა ენა
წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,...
„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გიორგი ლეონიძის ლექსი „დედა ენა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დედა ენა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მიეცით არჩევანის საშუალება

მაგალითად, თუ თქვენი 3 წლის ბავშვი უარს ამბობს საჭმელად მაგიდაზე დაჯდომაზე, შეგიძლიათ თანამშრომლობის შემთხვევაში შესთავაზოთ დესერტი და პირიქით. „თავდაპირველად, თქვენმა შვილმა შეიძლება არ გააკეთოს სწორი არჩევანი, მაგრამ საბოლოოდ ის ამას გააკეთებს, რადგან დაინახავს, რომ არასწორი არჩევანი არ არის სასურველი“ - ამბობს ბუსი. დარწმუნებული იყავით, რომ თუ გინდათ რომ თქვენმა შვილმა აირჩიოს ვარიანტი A, ვარიანტი B ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

გრიგოლ აბაშიძე
სიმღერა

გრიგოლ აბაშიძე

გვიყვარს, როგორც იავნანა,
როგორც ტკბილი ზღაპარი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

მუხრან მაჭავარიანი
ენა ქართული

მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!...
ლელა გაბური
ფ - აეტონი

ლელა გაბური

პატარებო, ერთხელ ტყეში,
მართლა დადგა დღე ზღაპრული,...
ლელა გაბური
მ - ოლაღური

ლელა გაბური

მოლაღური ფრთამალი,
მალმალ მოქრის მაღლიდან,...
ელიზბარ გაბუნია
ანბანთქება

ელიზბარ გაბუნია

ნანა, გიო, დათო, ანი...
ა - ასოსა ჰქვია ან-ი....
ლელა გაბური
ე - შმაკუჭა

ლელა გაბური

ეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს,
ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

ლილი ნუცუბიძე
დედაენა

ლილი ნუცუბიძე

დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,...
იოსებ ნონეშვილი
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

იოსებ ნონეშვილი

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი....
მუხრან მაჭავარიანი
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მუხრან მაჭავარიანი

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024