kids.ge logo

სალამური

ფავორიტებში დამატება
სად ხარ, ჩემო სალამურო,
ხმატკბილო და სამურო,
რომ შენის ხმით ჩრდილოეთში
ქართველს გული გამიხურო!

როცა მწყემსი გიპყრობს ხელში
და გაჰკივის მთა და ველში,
ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს
და სევდისას - შავს ქვესკნელში,

მაშინ ფიქრი ჩემი შენს ხმას
გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას
და შენი კვნესით მაგონებს
საქართველოს მწარე მოთქმას:

ხან სპარსელნი აკვნესებენ,
ხან თურქები აოხრებენ,
ხან სკვითები, დროს შერჩევით,
მყუდრობას უშფოთებენ!

მაშ, უწყალო სალამურო,
მტირალო, არსამურო,
რად მსურს შენი ხმა ვისმინო
და ქართვლის ბედს მოვემდურო?!

მაგრამ ზოგჯერ რომ ტკბილი ხმა
სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა
და ჩემთ გიჟთა ოცნებათა
ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,

თავგანწირულს მამულის მცველს
წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:
მტერს შეჰყვირის: “ჰკა მაგასა!”
გამოსული ბრძოლისა ველს.

ბა ეს ხმა, სალამურო,
ტკბილხმოვანო, სამურო,
როდეს არ მომყირჭდება,
ძალგიძს მუდამ მომაწყურო!

ქართულად ჰკვნეს, ქართულად სტვენ,
ქართველის გულს ამით ალხენ,
ხასიათს და ჩველებას
წინაპართა გვაგონებ ჩვენ.

მაგრამ, ჩემო სალამურო,
გრძნობით მსტვენო, სამურო.
ღარავინ გიგდებს დღეს ყურს,
სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!..
1861 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

აკაკი წერეთელის სხვა ლექსები:

ვაშლი და შაქარა
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,...
ამირანი
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,...
გაზაფხულის მაყრები
მიიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოელია,...
აღმართ-აღმართ
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;...
ხარაბუზა და ფუტკარი
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიაძახა: “გზა მომეო!...
„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული აკაკი წერეთელის ლექსი „სალამური“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სალამური“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დამწვრობის რისკის შესამცირებლად აუცილებელია

შენობებში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟება, ონკანში ცხელი წყლის ტემპერატურის რეგულირება, სანთებელას შენახვა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ხანძრის შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა დამწვრობის ცენტრში მკურნალობით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ბესიკი
ტანო ტატანო

ბესიკი

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!...
ელიზბარ გაბუნია
მეხანძრე სპილო

ელიზბარ გაბუნია

სპლიყვი ვიყავ, გავიზარდე,
სპილო გავხდი, მაგარი....
აკაკი წერეთელი
აღმართ-აღმართ

აკაკი წერეთელი

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;...
მაია წიგნაძე
ზებრას იუბილე

მაია წიგნაძე

დაპატიჟა ცხოველები,
იუბილეს იხდის ზებრა,...
მანანა ტონია
ფისო და ლისია

მანანა ტონია

შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

დომენტი თომაშვილი
საახალწლო სურათი

დომენტი თომაშვილი

კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი

ნიკოლოზ ბარათაშვილი

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,...
გივი ჭიჭინაძე
უცნაური ორთქმავალი

გივი ჭიჭინაძე

საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი...
ხათუნა გულიაშვილი
ბედნიერება

ხათუნა გულიაშვილი

ბედნიერება სიყვარულშია,
ბედნიერება ყველას გულშია....
გალაკტიონ ტაბიძე
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი

გალაკტიონ ტაბიძე

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი....

უფრო დიდი ზომის ლექსები

მანანა ტონია
მეხანძრე სპილო

მანანა ტონია

გუდაც უკვე მობრძანდა,
რომ გიამბოთ ზღაპარი,...
ვაჟა–ფშაველა
წილის ყრა

ვაჟა–ფშაველა

სკამს იჯდა ბაბურაული
გუდანს გუდანის ჯვარშია, -...
დავით გურამიშვილი
სწავლა მოსწავლეთა

დავით გურამიშვილი

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
მეოცნებე მფრინავი

მანანა ტონია

პეტიკოს ძლიერ ეამა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024