kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხინი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..

შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..

მზის ჭიტის დარი იყო
უცნარი ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:

მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!

ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”

მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:

გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
ტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!

მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..

არც თამარი, არც თინათინ,
ღარც ნესტან-დარეჯანი!…
ღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..

გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლინად გამეცინა!..
ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,
საკუნოდ დამეძინა!..”
1898 წ.

ლექსი 10 ~ 15 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 10-დან ~ 15 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

აკაკი წერეთელის სხვა ლექსები:

ვაშლი და შაქარა
მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,...
ხალხური
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა......
პოეტი
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!...
ამირანი
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,...
განთიადი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული აკაკი წერეთელის ლექსი „სიზმარი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სიზმარი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას

მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ლადო ასათიანი
ასპინძა

ლადო ასათიანი

1
...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...
შოთა ნიშნიანიძე
ვაზის სიმფონია

შოთა ნიშნიანიძე

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა....
იულან ტუვიმი
ბოსტნეულის ამბავი

იულან ტუვიმი

ერთმა დიასახლისმა
მოიარა ბაზარი...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ნოდარ დუმბაძე
მაწონი

ნოდარ დუმბაძე

ლევანიკომ და ნოდარმა
გატეხეს ჩაიდანია,...
ნესტან კუპრავა
მობრძანდება დეკემბერი

ნესტან კუპრავა

უკვე კარი გაიხურა,
მიილია ნოემბერი,...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
საყურე

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა...
ნოდარ დუმბაძე
დღეობა

ნოდარ დუმბაძე

ხვალ არის ჩემი დღეობა,
იქნება დიდი ღრეობა....
ხათუნა გულიაშვილი
სპილო

ხათუნა გულიაშვილი

ერთ დღეს დედამ ზოოპარკში
წაიყვანა ჩვნი ილო....

უფრო დიდი ზომის ლექსები

ვაჟა–ფშაველა
მოგონება

ვაჟა–ფშაველა

დარბაზში იჯდა თავადი,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა,...
გალაკტიონ ტაბიძე
მესაფლავე

გალაკტიონ ტაბიძე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ...
ალექსანდრე ორბელიანი
კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

ალექსანდრე ორბელიანი

(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება)
...
ვაჟა–ფშაველა
კლდე და მდინარე

ვაჟა–ფშაველა

I
კლდეს შაეზღუდა ხეობა,...
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024