kids.ge logo

1795 წლის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
გერ ამოდგა აჩრდილი,
აკლდამის კარი გაღო;
რა ფრიად შეწუხებულა,
ხელში ფრანგული აიღო…
მოჰგვარეს ლურჯი ტაჭი,
ნალმა ძგრილი გაღო.
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა,
მაინც არ ტყდება მოხუცი,
ხელი უვლია ხმალზედა;
გასცქერის ტფილისისაკენ,
აღშფოთებული ძალზედა;
იწვება ჩვენი ქალაქი,
ლი შემჯდარა ალზედა.
იქ მიშველება სწადიან,
თავს ესხმის გუნდი მტერისა;
უხმობს იმერთ და ამერთა,
ვისაც თავი აქვს შველისა.
მოუვლენ არაგველები, -
გულ-გადალევით ელისა.
სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,
ვაჟკაცნი ლომის ფერანი?
ტახტი დაუწვეს მეფესა,
ქვეყანა ქმნილა ვერანი.
სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი.
ფარფაშობს აღა-მაჰმადი,
თამაშობს იმის მერანი.
სადაა ქართველთ ბიჭები,
ვით გასძლონ ამის მზერანი?
- ვაჰმე, სადა და სადღაა,
კრწანისზე გასწყდენ ყველანი.
უხმობს, უწოდებს მხედართა…
დადუმებულან ენანი…
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი.
ვაჰ, რომ მათ შთამაბას
დაგვეხშო ყურთა სმენანი:
სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს
ქაღალდს ნათითხნი მელანი.
1895 წ.

ლექსი 10 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 10-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,...
კურდღლის სიმღერა
ჩქარა ამწვანდით, ველებო,
ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!...
მეურმის სიმღერა
როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტიალი!...
ფშაველი ჯარისკაცის წერილი
გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!...
სოფლისა წესი ასეა
სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „1795 წლის სახსოვრად“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „1795 წლის სახსოვრად“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

იოსებ დავითაშვილი
ჯეჯილი

იოსებ დავითაშვილი

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო;...
ქეთევან კვიტატიანი
*** (ათხოვებენ კუს სპილოზე)

ქეთევან კვიტატიანი

ათხოვებენ კუს სპილოზე,
გაგონილა ასეთი, ...
გალაკტიონ ტაბიძე
ლარიქს სიბირიკა

გალაკტიონ ტაბიძე

(larix sibirica) ციმბირის ნაძვი
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ...
აკაკი წერეთელი
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია

აკაკი წერეთელი

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!...
გალაკტიონ ტაბიძე
ქარი ამწევი ფარდის

გალაკტიონ ტაბიძე

სიკვდილი პირად ოდენ ვიქნები,
მე ჩემ დემონებს...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ნესტან კუპრავა
თითები

ნესტან კუპრავა

საქმეში მეხმარებიან
ჩემი პატარა თითები:...
გივი ჭიჭინაძე
სიმღერა წიგნზე

გივი ჭიჭინაძე

ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის იასა....
სოფია ბარშოვა
ზაფხული

სოფია ბარშოვა

ზაფხული დადგა, ჰაერში
ნაირ-ნაირი სუნია,...
ინგა ქორდელი
პეპელა

ინგა ქორდელი

დაჰფარფატებს პეპელა
მშვიდად მინდორ ველს,...
ლუარა ჭანტურია
კვერნა

ლუარა ჭანტურია

ყავისფერი ბეწვი ფარავს
ზაფხულის ცხელ ამინდში,...

უფრო დიდი ზომის ლექსები

მანანა ტონია
მეოცნებე მფრინავი

მანანა ტონია

პეტიკოს ძლიერ ეამა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,...
გივი ჭიჭინაძე
ტყუილი თუ მართალი

გივი ჭიჭინაძე

სახუმარო მინდა გითხრა,
ადანდალი, დანდალი,...
ბესიკი
როს განვიცადე ბედკრულმან

ბესიკი

როს განვიცადე ბედკრულმან,
გულის საკვდავად, დარია, - ...
გალაკტიონ ტაბიძე
ისევ ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე

რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,
ჩუმი შრიალი საიდან არი? ...
მანანა ტონია
უნიჭო მუსიკოსები

მანანა ტონია

მეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ,
ფეხით მოვვლე მთა-ბარიო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024