შავი ხოჭო

ფავორიტებში დამატება
მიდის გზაზე შავი ხოჭო,
ბუტბუტებს და თან ორჭოფობს:
-რუსკენ წავალ, ფონს ვერ გავალ,
კლდისკენ წავალ, ზედ ვერ ავალ,
ერთადერთი, ბაყაყების
გუბურას თუ გადავლახავ!

მოკიდა ზურგზე ხვნეშით
სანოვაგით სავსე გუდა,
სახლში ცოლი ელოდება
და შვილებიც, რა თქმა უნდა.

განა ერთი, ანდაც ხუთი?
შვილები ჰყავს ოც-და-ხუ-თი!
ზოგს უყიდა პამპერსები,
ზოგს კანფეტი,ზოგს კი ბურთი...

მშრომელია შავი ხოჭო,
ჯახი ყავს, ბოლო-ბოლო!

მერე რა, რომ შავმა ხოჭომ
სულ არ იცის წყალში ცურვა,
მიდგა, მოდგა და გუბურა
პამპერსებით ამოტუმბა.

ყიყინით და გამალებით
გამოუდგნენ ბაყაყები,
რაღა ექნა, გადაუგდო
ბურთიცა და კანფეტებიც.

როგორც იქნა, სახლს მიადგა,
გზა დასრულდა, ოკრო-ბოკრო,
ცოლმა სუფრა გაშალა,
ქმარია და აბა, როგორ?!
თავს ევლება დაღლილ მამას
ოცდახუთი შვილი ხოჭოც.

ეს ამბავი, პატარებო,
არ დამთავრდა, მგონი ცუდად,
მთავარია, მამა ხოჭო
შინ მშვიდობთ რომ დაბ-რუნ-და!
ლელა ცუცქირიძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია