საბავშვო ლექსები  ›   ირმა მალაციძე   ›  გოჭების ლანჩი

გოჭების ლანჩი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ დედა ღორმა
გაკეთა ტოლმა.
დაძახა გოჭებს:
_ აბა, ჭყვიტინს მოვრჩეთ!
მოდით ჩემთან, ჩქარა
შედექით ჭამას.

გოჭებმა კი ზიზღით
იბზუეს დინგი:
_ არ გვინდაო ტოლმა
თუნდაც ერთი ტონა,
თუნდაც ერთი გრამი
სიგრძით თუ სიგანით.

ჰოდა, დედა ღორმა,
ყველას თავის ნორმა,
სწრაფი კვების კერძის
დაუხვავა გორა.
დაძახა შვილებს
თავის თვალისჩინებს:

_ დაბანეთ დინგი,
მზადაა პუდინგი.
დაგირიგებთ ლანჩზე,
წაბლქექის ნაჭრებს.
რკო-სტეიკი, ხელად
მოგიმზადეთ, ხედავთ?

ყველას თქვენი წილი
პანტა-კოლა ცივი!
შექეცით სენდვიჩს
მადინი ღეჭვით.
შეგერგებათ შაქრად,
თუკი შეჭამთ კარგად.

თავად დედა ოხრავს:
_ სულ წუმპეში ხოხვა,
ტალახის თუ ნაგვის
და საღორის დაგვის,
არ მეღირსა მეტი
რაფერი მსგავსი.

და მიუჯდა სუფრას
სევდა დაუფლა:
_ ეხ, დრო იყო ნავსი,
ეხ, დრო იყო ცუდი,
ვერ იქნა და ვერა
მეტად ვერ გავსუქდი.

ჰოდა, აღარც არჩევს
ნუგბარსა თუ ნარჩენს.
მას დასჯერდა დედა,
რაც გადარჩათ გოჭებს,
_ მის საყვარელ შვილებს,
ბუთხუზებს და ნორჩებს.


ირმა მალაციძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია