საბავშვო ლექსები  ›   ირმა მალაციძე   ›  გაფხორილი ინდაური

გაფხორილი ინდაური

ფავორიტებში დამატება

გაფხორა ინდარი:
_ ვარ ყველაზე მაგარიო,
ყველას ჭკუას დაგარიგებთ,
არ გადავდებ სახვალიოდ!

მამალს უთხრა: - ეგ დეზები,
გჭირდებაო, ნეტავ რაში?
სადარი მხედარი ხარ,
და მიჰქრიხარ ცაში რაშით.

იხვს თათები დაწუნა:
_ ღამურას ფრთებს მიგიგავსო!
ღორს დასცინის: _ გაბერილო,
ჰგავხარ მსუქან მიკიტანსო!

რქამოტეხილ ძროხას უთხრა:
_ დაემსგავსე მარტორქასა!
პატრონმა რომ მოინდომოს,
ვერ გაგყიდის ღორის ფასად.

აბა, ახლა მე შემხედეთ,
ხორთუმი მაქვს სპილოს დარი,
კუდი მშვენის ფარშავანგის,
ვინ არის ჩემი ბადალი?

უცებ ყეფით ორღობიდან
გამოვარდა მურიკელა,
ელვა ბასრი კბილი,
და გაფხორილს დაეძგერა.

გარბის, გარბის ინადარი
კან მოსდევს ავი მურა,
თავი ბუხარს შეფარა,
ერთინად გაიმურა.

შეეტრუსა ბუმბული და
ფარშავანგის დარი კუდიც,
დარჩა ისევ ინდარად,
დარჩა ასე, გარიყული.


ირმა მალაციძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია