საბავშვო ლექსები  ›   ირმა მალაციძე   ›  გაქცეული ბურთი

გაქცეული ბურთი

ფავორიტებში დამატება

ჭრელო ბურთო, ახტი-დახტი!
მერე ღობეს გადაახტი,
თამაშე ბევრი ბავშვებს
დახუჭობანა და ლახტი.

ერთი-ორი, ერთი-ორი,
ბურთო, მოლზე გადაგორდი!
ზოგი ხელით გათამაშებს,
ზოგი ფეხით, ზოგი _ ჩოგნით.

გაუბრაზდა ბავშვებს ბურთი:
_ რა გგონიათ _ ვარ სათუთი...
ამდენ ცემას გვერდებში,
ვეღარ ვუძლებ, შემეშვით!

ჰოდა, ახტა-დახტა ბურთი,
გადაახტა ხეებს თუთის.
გადაევლო ღობეს,
არ იშურებს ღონეს.

მიგორავს და მიგორავს,
მსუბუქად და ილად.
_ დამადგაო საშველი,
ვეღარ მცემენ ბავშვები!


ირმა მალაციძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ლექსები თამაშზე

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია