საბავშვო ლექსები  ›   ირმა მალაციძე   ›  ბაჭიას ბაღჩა

ბაჭიას ბაღჩა

ფავორიტებში დამატება

ბაჭიამ თქვა: - მორჩა, კმარა!
ძველმოდური აღარა ვარ.
გავაშენებ ბაღჩას ისეთს,
მოვიტოვებ უკან ჩინეთს,
მოვიტოვებ უკან კუბას,
ახლა ვინ ჭამს ვაშლს და გულაბს?
მოვაშენებ ბანანს, მანგოს,
ნახეთ, ყველას როგორ არგოს,
დავრგავ ქოქოსს, ანანასებს,
სიო დანანავებს.
რომ ჩაეფლო ოცნებაში,
წამოვიდა წვიმა, თქეში,
წვიმას მოჰყვა თოვლის ფიფქი,
და თოვლივით დადნა ფიქრი.


ირმა მალაციძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია