საბავშვო ლექსები  ›   ირმა მალაციძე   ›  მელაკუდას წინდები

მელაკუდას წინდები

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, ცივა, ცივა,
მელაკუდებს სცივათ, სცივათ,
კანკალებენ აბუზულნი,
საწყლებს წინდა არ აცვიათ.

ბებო მელა დაფაცურდა,
გადმოღო ძველი ჯარა,
ქით ფთილა მოძია,
და ძაფს ართავს ჩქარა-ჩქარა.

აბზრიალებს ოსტატურად
თითისტარს და წინდის ჩხირებს,
შალის ძაფით ჭრელა-ჭრულას
უქსოვს წინდებს შვილიშვილებს,

გაიხარეს პატარებმა,
წამოიცვეს თათზე წინდა
სულ უმცროსი მელაკუდა
წუწუნდა - ქუდიც მინდა.

იმას აჰყვა შუთანა:
_ მეც მინდაო თბილი კაშნე!
ბრაზობს ბებო: _ როდის იყო
ვატარებდით ქუდს და თავშლებს?!


ირმა მალაციძე
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ზამთარზე

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია