kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
ყურძენი დამწიფებულა,
დახე, როგორ წითლად ღუის,
ჩქარა, თორემ რთველი, თორემ
კოღო, ბუზი თავს დაბზუის.

შეიკრიბნენ მკრეფავები,
მოუდგნენ თითო ვაზსა,
ყურძენს სვლეპენ, იცინიან
და მობეს მხარი მხარსა.

მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს, გაჰკრეს ვენახს ხელი,
კალათები იზვირთება
და შეიქმნა ხშირი რთველი!..

საურმეზე გოდრები დგას,
კალათს სცლიან ზედიზედა,
ბა, ბიჭო, მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაჭედა.

კიდებენ მძიმე გოდრებს
სიცილით და ღიღინითა,
ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,
ნება-ნება, ჭრიჭინითა...

ბა, გიგო, კრჩხა თუ გინდა,
ან ჯაგანი, ან აკიდო,
შენი წილი ზამთრისათვის
მოდი, ზურგზე წამოგკიდო...

ჩველება ასეთი გვაქვს,
ხილს ვინახავთ საზამთროსა,
ყურძენი სჯობს შესანახად
ნესვებსა და საზამთროსა...

მზე ჩავიდა. საწნახლიდან
მოწანწკარებს ტკბილი წყარო,
ბა, ბიჭო, შედექით,
ახლა წურვას მოვუჩქაროთ...

ბიჭებმა ფეხთ დაბანეს,
შემოადგნენ საწნახელსა,
გადიან და გამოდიან,
მადლიან ყურძნის რთველსა.

გერ ტკბილმაც მომატა,
ძლივსღა იტევს მოკლე ღარი,
ჩქაფაჩქუფით მოჩქრილებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!..

დალოცა ღვთის ნაკურთხი,
ჩვენის ოფლით მონაგარი,
მაშ, პირველა ღვთისთვის იყოს,
ზედაშე და კელაპტარი!...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

რაფიელ ერისთავის სხვა ლექსები:

რთველი
ყურძენი დამწიფებულა,
დახე, როგორ წითლად ღუის,...
ზამთარი
(ყმაწვილის მოგონება)
...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული რაფიელ ერისთავის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „რთველი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას

მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

ხათუნა გულიაშვილი
შემოდგომა

ხათუნა გულიაშვილი

შემოდგომა მოვიდა და
გადაყვითლდა მინდორ-ველი....
მაყვალა მრევლიშვილი
შემოდგომა ჰქვია

მაყვალა მრევლიშვილი

დახუნძლული ვენახების
კარი არის ღია:...
ნესტან კუპრავა
ვაზი გვიხმობს

ნესტან კუპრავა

ვაზი უხმობს პატარებს:
...
მანანა კაკაჩია
ყურძნის მკვახე მტევნები

მანანა კაკაჩია

დაუძახა დედიკომ
თინიკოს და ლევანს,...
იოსებ ციცქიშვილი
შემოდგომა

იოსებ ციცქიშვილი

შემოდგომა დამდგარა,
ფერთა აყალ-მაყალით,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

მანანა ტონია
რთველი

მანანა ტონია

რთველი არის ჭიკაანში,
გააჩაღეს მარულა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024