kids.ge logo

მერე რაა, რომ საქართველოა

ფავორიტებში დამატება
მერე რაა, რომ საქართველო
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სივე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..

როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით,
სად არი?!

მერე რაა, რომ საქართველოა? -
კი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
ყავი თუნდაც დავით მეთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...

გატანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..

შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..

მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩასახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..

ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
კი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!

მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გატეხოს თვისტომს შიგნიდან...

მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
ხედავ და... კუჭატნელია!..

მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!..

... რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლელა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გამარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..

მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ოთარ შალამბერიძის სხვა ლექსები:

ზოოპარკში
ეს მელიას ბინაა,
მაღალი და ნათელი,...
პირის ბანა
პირსაბანთან ლიანას
საყვედურობს თამარი:...
დიდია თუ პატარა
ყველა ტუქსავს,
ყველა არცხვენს,...
მერე რაა, რომ საქართველოა
მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -...
ციგურები
სასრიალოდ წავედი,
ციგურები მოვირგე,...
„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ოთარ შალამბერიძის ლექსი „მერე რაა, რომ საქართველოა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მერე რაა, რომ საქართველოა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ენდეთ დედობრივ ინსტინქტს

არავინ იცნობს თქვენს შვილს თქვენზე უკეთ. მიჰყევით თქვენს ინსტინქტს, როდესაც საქმე ეხება მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია, დიდი შანსია, რომ თქვენ მართალი იყოთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

ლადო ასათიანი
ასპინძა

ლადო ასათიანი

1
...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

ნინო სტურუა
მყინვარწვერი

ნინო სტურუა

„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი,
დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი,...
ნაზი თარგამაძე
სამშობლოს სიყვარული

ნაზი თარგამაძე

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,...
ნესტან კუპრავა
ჩვენი ტკბილი დედაენა

ნესტან კუპრავა

აშრიალდა კოხტა წიგნი,
არაკრაკდა ბროლის წყარო:...
ლადო ასათიანი
ჩემი სამშობლო

ლადო ასათიანი

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ...
ილია ჭავჭავაძე
გაზაფხული

ილია ჭავჭავაძე

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის, ...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო დიდი ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024