kids.ge logo

ელეგია

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზინი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყელო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული .
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი - როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიმე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!
1914

ლექსი 14 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 14-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გალაკტიონ ტაბიძის სხვა ლექსები:

ჰე, მამულო!
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია....
მგზავრის სიმღერა
რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები, ...
მოვა… მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის? ...
უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!
უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!
შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო,...
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე. ...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ელეგია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ელეგია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნათია ჯანაშია
სპილოს დიეტა

ნათია ჯანაშია

სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა. ...
ნოდარ დუმბაძე
პრანჭიები

ნოდარ დუმბაძე

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,...
ვაჟა–ფშაველა
პასუხად

ვაჟა–ფშაველა

კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,...
ილია ჭავჭავაძე
ქართვლის დედას

ილია ჭავჭავაძე

აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა....
თამარ ფხაკაძე
თოვლი

თამარ ფხაკაძე

თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები

ემზარ კვიტაიშვილი
ციყვი

ემზარ კვიტაიშვილი

ნეტავ რა სურს,
რას დაეძებს...
ნესტან კუპრავა
ახდენილი ოცნებების წელი მოდის!

ნესტან კუპრავა

ახალი წელია! ახალი წელია!
წინ კი საოცარი დღეები გველიან,-...
ელენე სალარიძე
ნიას სიმღერა

ელენე სალარიძე

ნია ხატავს პრინცესას,
მზეთუნახავს, ფრთებიანს,...
ხუტა ბერულავა
მე ყველაფერს მირჩევნია

ხუტა ბერულავა

აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,...
მაია წიგნაძე
სკოლისაკენ

მაია წიგნაძე

სექტემბრის მზემ ცის კამარა
ლურჯად ააკრიალა,...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ალექსანდრე ორბელიანი
კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

ალექსანდრე ორბელიანი

(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება)
...
ვაჟა–ფშაველა
ამირანი

ვაჟა–ფშაველა

ადე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაუყარე ხანძილი,...
დავით მაჩაბელი
პირველი მაისი

დავით მაჩაბელი

ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!...
აკაკი წერეთელი
ქებათა-ქება

აკაკი წერეთელი

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით...
ლილი ნუცუბიძე
დედაენა

ლილი ნუცუბიძე

დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024