kids.ge logo

თოვლი

ფავორიტებში დამატება
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
დაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
ანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
ღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
ელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
1916

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გალაკტიონ ტაბიძის სხვა ლექსები:

ალვები თოვლში
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!...
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ...
ჰიმნი ქართულ ანბანს
შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,...
დღე გაფითრდა იაგუნდისა
დღე გაფითრდა იაგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები. ...
მხარი მხარს, მხარი მხარს!
მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს! ...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „თოვლი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თოვლი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილი
ბულბული ვარდზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
„ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,...
ნოდარ დუმბაძე
ქურდის ქურდი

ნოდარ დუმბაძე

ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი....
ვასილ გულეური
რა დახატა ბაქარმა

ვასილ გულეური

ხატვას იწყებს ბაქარი,
მოიმარჯვა ფანქარი....
ნიკოლოზ ჩაჩავა
ჩემი ციცუნია

ნიკოლოზ ჩაჩავა

სოფლად მიდის ჩემი კატა,
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან....
ვაჟა–ფშაველა
თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო

ვაჟა–ფშაველა

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო
ქედაწვდილებო ზეცადა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

იოსებ ციცქიშვილი
შემოდგომა

იოსებ ციცქიშვილი

შემოდგომა დამდგარა,
ფერთა აყალ-მაყალით,...
გალაკტიონ ტაბიძე
ჰამლეტის ქნარი

გალაკტიონ ტაბიძე

ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია,
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია!...
გალაკტიონ ტაბიძე
დაბრუნება

გალაკტიონ ტაბიძე

ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს,
არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, ...
ლუარა ჭანტურია
კუ

ლუარა ჭანტურია

კუს ნაბიჯით მიდის კუ და
თითქოს არსად ეჩქარება,...
ნიკოლოზ იოსებიძე
რეზიკო

ნიკოლოზ იოსებიძე

ამასწინათ რეზიკო
შესჩიოდა ძმაბიჭებს:...

უფრო დიდი ზომის ლექსები

აკაკი წერეთელი
ჩემი თხა

აკაკი წერეთელი

ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!...
ვაჟა–ფშაველა
ჩემი ვედრება

ვაჟა–ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:...
ანა კალანდაძე
საქართველო ლამაზო

ანა კალანდაძე

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი......
ნინო მზესელი
ტყეში სკოლა გაიხსნა

ნინო მზესელი

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,...
აკაკი წერეთელი
აღმართ-აღმართ

აკაკი წერეთელი

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024