kids.ge logo

ტელეფონი

ფავორიტებში დამატება
გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა
მიუჯდება ტელეფონს
და მთელი დღე რეკავს.

- ალო! თინა, შენა ხარ?
როგორა ხარ, როგორ?
რატომ აღარ მირეკავ,
დამივიწყე, გოგო?

როგორა გყავს თოჯინა?
მითხრეს, სიცხე ჰქონია.
დაბანილის გაყვანა
გარეთ გამიგონია?

თბილად გყავდეს ლოგინში,
საფენები დადე.
ჩაიც ასვი ლიმონით...
ბა, კარგად! ხვალამდე!

- ალო! ლია, ეკა ვარ.
გუშინ ცირკში რა ვნახე -
კლონებმა ბურთისთვის
ერთმანეთი გალახეს.

მართლა, ჩვენმა ფისუნამ
დილით, იცი, რა მიყო?
დედამ რძე რომ დამიდგა,
თათი ჯამში ჩამიყო.

გოგო, თავის საუზმე
საწყალს, ალბათ, არ ეყო...
ახლა გემშვიდობები,
სხვაგან უნდა დავრეკო.

- ალო, ალო! ნინიკო,
მომენატრე ძალიან.
შენ რაც ბაღში დადიხარ,
ჩემთვის აღარ გცალია.

მალე ბაღში მეც ვივლი,
სამის ვხდები, ხომ იცი.
მაგრამ, რომ არ მეცალოს
შენთვის მაინც მოვიცლი.

თუმცა, ხშირად დარეკვა
მაშინ გამიჭირდება.
უნდა ვუთხრა მამიკოს,
მობილური მჭირდება...

საღამომდე გაისმის:
- ალო, ალოოო! ეს მე ვარ!
მალე ეკას სახელად
კაფონი ერქმევა.

ლექსი 4 ~ 9 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 9 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვასილ გულეურის სხვა ლექსები:

საახალწლო სიზმარი
ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,...
ვეფხვი
ვუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია
როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები....
ციკოს თოვლის პაპა
ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს....
მზე, მთვარე და ღრუბელი
მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა, ...
ციყვი
აღარ სწავლობს ციყვი
თავის გაკვეთილებს,...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვასილ გულეურის ლექსი „ტელეფონი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ტელეფონი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

თქვით "მე შენ მიყვარხარ"

თქვით "მე შენ მიყვარხარ", როცა ამას გრძნობ, თუნდაც ეს 749-ედ გქონდეს ნათქვამი. შეუძლებელია გააფუჭოთ ბავშვი ძალიან ბევრი მგრძნობიარე სიტყვით და კოცნით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები თოჯინებზე, სათამაშოებზე და გულუბრყვილო პატარები

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები თოჯინებზე, სათამაშოებზე და გულუბრყვილო პატარები

ქეთევან კვიტატიანი
*** (დათამ იპოვა სიზმარში დევის პატარა შვილიკო)

ქეთევან კვიტატიანი

დათამ იპოვა სიზმარში დევის პატარა შვილიკო,
და მასთან ახლოს მიმსვლელი აბა სიზმარშიც ვინ იყო?...
ნინია კაპანაძე
მხატვარი

ნინია კაპანაძე

გუშინ ძლიერ მოვინდომე,
და მოვხატე კედლები....
გივი ჭიჭინაძე
დათოს ქუდი

გივი ჭიჭინაძე

დაიკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს....
მანანა კაკაჩია
დიდი ბიჭი

მანანა კაკაჩია

მე ხომ უკვე გავიზარდე,
აღარა ვარ პატარა,...
მანანა კაკაჩია
რად დაარქვით ნაცარა?

მანანა კაკაჩია

ბაჭია ჰყავს გიორგის,
სახელია - ნაცარა,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები თოჯინებზე, სათამაშოებზე და გულუბრყვილო პატარები

მანანა ტონია
დამნაშავე ბურთი

მანანა ტონია

ბურთი აჩუქა მამიკომ,
დააჯილდოვა ელდარი,...
მანანა ტონია
მკვეხარა მხატვარი

მანანა ტონია

იკვეხნის ბიჭი ზურაბი,
არსად არ მყავსო ბადალი,...
მანანა ტონია
დალი და მანანა

მანანა ტონია

ძილის წინ ციცქნა მანანამ,
ჰკითხა უფროს დას დალის,...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
მანანა ტონია
მეოცნებე მფრინავი

მანანა ტონია

პეტიკოს ძლიერ ეამა,
სიცხეში ხეთა ჩრდილები,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024