kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.

ცეტა დახტის
ალთა-ბალთას,
კან დასდევს
ბატს და ქათამს,
თვალებს ისე
ცეცებს,
ვერ გავიგეთ,
რას ეძებს...
ხან ტყეშია,
ხან - მინდორში,
ხან - ხეზე და
ხან სხვენზე.

ზანტა დარდიმანდია,
ბაფთინი ფრანტია,
რაფერზე არ ფიქრობს,
სულ დივანზე აგდია.
სე ნებივრობაში
თენებს და აღამებს.
სახლს რომ ცეცხლი გაუჩნდეს,
თვალს არ დახამხამებს.

ბუტია კი
ბუტუსურა,
დახეთ, სულმთლად
თავს გასულა!
შინარებს
გაბუტა
რაღაც მიზეზ-
მიზეზით,
შინ შემოსვლა
ღარ უნდა
და საწვიმარ მილზე
ზის...

„რას გვემდურის ნეტავ?!“ -
კითხვას ვერვინ ბედავს...
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.
ვაი, იმათ დედას!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გივი ჭიჭინაძის სხვა ლექსები:

ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,...
ჭკვიანი ბაჭია
- ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ,
რამდენია, ბაჭია? -...
ჭიანჭველას გასაჭირი
ხვითქი გასდის ჭიანჭველას,
ფეხსაცმელის მწმენდავს....
იჩახჩახე ჩიჩილაკო
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს....
ზოოპარკი
ჩიტს რა უნდა გალიაში?
-ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა!...
„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გივი ჭიჭინაძის ლექსი „სამი კნუტი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სამი კნუტი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ

თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები თამაშზე

მანანა ტონია
სპილო

მანანა ტონია

ზოოპარკში წავიდნენ,
ნანა, გიგი, კახა,...
ნინო მზესელი
ტყეში სკოლა გაიხსნა

ნინო მზესელი

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,...
ლადო ასათიანი
ლალის მამალი

ლადო ასათიანი

ლალის მამალს ვინ არ იცნობს -
დადის, როგორც ბედაური,...
ნოდარ დუმბაძე
ქეთინო, გამოიცანი!

ნოდარ დუმბაძე

გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,...
მანანა ტონია
სოფიოს ზღარბები

მანანა ტონია

მოდით უნდა მოგითხროთ,
საოცარი ამბები ...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები თამაშზე

ლელა გაბური
რ - ემეზი

ლელა გაბური

მინდა, მოგმართოთ გოგონებს,
გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს,...
იოსებ ციცქიშვილი
კვერცხი

იოსებ ციცქიშვილი

ამ დილით შავმა დედალმა
ეზო აიკლო კაკანით,...
გივი ჭიჭინაძე
ღრუბელი

გივი ჭიჭინაძე

მოწყენილია ღრუბელი,
ატირდება და... იწვიმებს,...
ლელა გაბური
ყ - ანჩა

ლელა გაბური

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
აბა, მოსწიეთ ყურები!...
გივი ჭიჭინაძე
დათოს ქუდი

გივი ჭიჭინაძე

დაიკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები თამაშზე

ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...
მანანა ტონია
მუქთა მჭამელები

მანანა ტონია

ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,...
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
ლუარა ჭანტურია
ბატკანი

ლუარა ჭანტურია

ტყეში ისმის ბღავილი
სულ პატარა კრავისა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024