მამალი

ფავორიტებში დამატება
- იცით, ქათმებო, რას გეტყვით,
მეტი რომ არ ვთქვა თავზედა,
ჩემი ბადალი, მითხარით,
ვინ არის ქვეყანაზედა?!

დავირები ამაყად
და ვყივი მაღალხმინი,
შიშის ზარსა ვცემ ყველასა
ვაჟკაცი დეზებინი.

ლამაზიცა ვარ, ბიბილო
მიმიგავს წითელ ლალებსა,
კისერი კოხტად მიჭირავს
და ვაბრილებ თვალებსა. -

ყიყლიყოს დასაძახებლად
გულიც კი აყუნცულდა,
მაგრამ უეცრად პაწი
გოშია გამოცუნცულდა.

დაჰყეფა, შეკრთა მამალი,
როგორც გვრიტი და შოშია,
და შერცხვენილმა რაინდმა
მოჰკურცხლა საქათმეშია.
შიო მღვიმელი 1891
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია