საბავშვო ლექსები  ›   მარიამ წიკლაური   ›  ცელქი დევები

ცელქი დევები

ფავორიტებში დამატება
დევის ქალი მელანი
ორთავ თვალით ელამია.
ცხრა შვილისთვის ფაფას ხარშავს,
გარს ეხვევა ყველანია.
სამი სოფლის სამყოფელი
ქვაბში ჩაუყრია შვრია,
სამი დღეა ქვაბი უდუღს,
სამი წყარო დაუშრია.
ცხრავე შვილი ცხრა-ცხრა გობით
სუფრის გასწვრივ დაუსხია,
ცხრა ჩარექი ფაფითაც კი
ვერცერთი ვერ გაუძღია.
დევთ გადით რია-რია,
რა ქნან?! ცხრა-ცხრა პირი აქვთ და
მუცელი კი ზირია.
ტირებულ ბოლოლა დევს
დედიკოსთან ენა მიაქვს:
- ჩემმა ძმამ თქვა, ჩაგყლაპავო,
თუ არ მაჭმევ შენს წილ შვრიას!
ფხიკეს, ლოკეს ქვაბის ძირი,
დაყოლეს ცივი წყალი,
მაინც კიდევ ყაყანებდნენ,
გადარიეს დევის ქალი.
ადგა ბოლოს მელანია,
ორთავ თვალით ელამი
და საშველი რომ ვერ ნახა,
კარგად ტყიპა ყველანი - აა!
მარიამ წიკლაური
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია