საბავშვო ლექსები  ›   მარიამ წიკლაური   ›  დარჩა სოფელი მშიერი

დარჩა სოფელი მშიერი

ფავორიტებში დამატება
ერთმა საწყალმა ქათამმა
ჩაყლაპა პურის მარცვალი,
დიდი ჯაფა არ დაადგა,
არც ფხა შეერჭო, არც - ძვალი.
მარცვალს გადაჰყვა სამკალი,
სამკალს - ბზეცა და საფქვავიც,
საფქვავს - ცომი და პურები,
სულ დაბრაწული ყუბით.
პურებს - ქადა და ნაზუქი,
შობა-ახალ წელს ნაკურთხი,
ქადებს - ხმიდი, ქუმელა,
საბძელს ქარებმა უბერა.
დარჩა სოფელი მშირი,
კაკანმა ვეღარ უშველა!
ამდენი რა ჩატი
საწყალი ქათმის მუცელმა?
მარიამ წიკლაური
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია