საბავშვო ლექსები  ›   მარიამ წიკლაური   ›  გულმავიწყი ყანჩა

გულმავიწყი ყანჩა

ფავორიტებში დამატება
ერთ გუბეში აკანჭული
იდგა აყლაყუდა ყანჩა.
მერე სადღაც გაფრინდა და
ცალი ფეხი იქვე დარჩა.
ფეხმა ფესვი გამოღო,
ფესვმა - ყლორტი,
ყლორტმა - ჩირთი,
გაფოთლა და ხედ იქცა,
ღერზე ესხა ასი კვირტი.
ქით - ჩიტმა დაბუდა,
ქით კიდევ - დახტის ციყვი,
ტოტზე სიოც ჩემოსკუპდა,
ციცქნა ბარტყი მოჰყვა ცხიკინს.
როდის-როდის გაახსენდა
დაკარგული ფეხი ყანჩას,
მიიხედა-მოიხედა,
მაგრამ ცალი ფეხი არ ჩანს.
ძებს,
ძებს
ის საწყალი,
არც გუბეა, აღარც წყალი...
ხე ჩაიცვამს ლამაზ ხავსს,
ჰოდა, ყანჩაც რას ნახავს?!
მარიამ წიკლაური
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია