ქუმელა

ფავორიტებში დამატება
ბაჭოს დედა კურდღელმა
მოუმზადა ქუმელა.
ცეცხლი მისცა ღუმელმა,
წყალი მისცა ღრუბელმა.
ბაჭო-ბიჭის ნათლიამ
ფქვილი მხარით ათრი
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და აუვსო სორო.
დედას ჰყავდა დაქალი,
მისცა ცოტა შაქარი.
კარაქი და ერბო
წილადა ბებომ.
მეზობელიც ჰყავდათ -
შინაბერა ციყვი,
მან მარილი არგო,
რიდე მწიკვი.
დახალული თხილი,
კაკალი და ნუში
ბიცოლამ და ბიძამ
მოკითხეს გუშინ.
თუხთუხდა ქუმელა,
ტყე აავსო სურნელმა.
დედამ ფაფა თანაბრად
წილადა სუყველას:
სო - მესო - მეზო - ბელსო,
სო - მასო - მეგო - ბარსო,
სეც - ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერთი გამიზრდისაო!
სო - ჩიტსო,
სო - თაგვსო,
ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო,
თავად ქვაბის ძირი ლოკა,
მოივსო ცალი ლოყა.
- მე?
- შენც გარგეს წილი,
ბა, გახსენ პირი.
მარიამ წიკლაური
რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს ლექსი საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს ლექსი საინტერესო?



ეს ლექსი არცერთ კატეგორიაში არ არის.

ნახატი ლექსები - ამ ლექსის თემაზე შექმნილი ნახატები

ამ ლექსის თემაზე ჯერ არ არის არცერთი ნახატი ატვირთული. იყავი პირველი, ატვირთე შენი ნახატი!

დაამატე ნახატი

იმისთვის რომ შეძლოთ ამ ლექსის თემაზე შექმნილი თქვენი ნახატის დამატება, ჩვენს საიტზე უნდა გქონდეთ გახსნილი ანგარიში. ამისათვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია