kids.ge logo

საახალწლო სურათი

ფავორიტებში დამატება
კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;
გარშემო სხედან ბავშვები,
ძილი არ მოსდით თვალზედა.

დედა პურსა ზელს, ბებიას
მოაქვს ხაჭო და ყველია;
ქოთნით რძე შესადედებლად,
შავ ძროხის მონაწველია.

მამა საფუტკრეს ყოფილა,
მას თაფლი მოაქვს გობითა,
ვით ქარვა, ისე ბრწყინავენ
ფიჭები გარეგნობითა.

კალათში რაღა აწყვია? -
ვაშლები, ბროწელია,
ჩურჩხელა, ტკბილი კვერები
და მსხალი მოწელია.

კერიის ახლო მჯდომარე
ჩიჩილაკებს თლის ბაბუა;
ტკბილად უმზერენ ბავშვები
სუყველა კისერ-ღაბუა.

ამ კუდაბზეკილ კატუნას
ნეტავი რაღა სწადია?
სეც გრძნობს ალბათ, რომ ხვალე
ახალი წელიწადია...

დედა შვილთ ემუდარება -
დაწექით, გენაცვალეთო,
ამდენ ხანს ჯდომა-მზერითა
განა არ დაღალეთო?!

პირჯვარი გადაწერეთ,
დალაგდით, დაძინეთო,
დილაზე ადრე ადექით
და ტკბილად მოილხინეთო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

დომენტი თომაშვილის სხვა ლექსები:

საახალწლო სურათი
კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;...
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული დომენტი თომაშვილის ლექსი „საახალწლო სურათი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „საახალწლო სურათი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას

მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფარშვანგი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ღონღაძე (10)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან საახალწლო ლექსები

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან საახალწლო ლექსები

თამარ ჭეიშვილი
თედოს პირველი თოვლი

თამარ ჭეიშვილი

გაოცებით უცქერს თედო,
როგორ ცვივა ციდან ფიფქი....
ნაზი კილასონია
მეკვლე

ნაზი კილასონია

როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,...
ნონა ბეჟანიშვილი
*** (მინდა მოგიყვეთ ზღაპარი)

ნონა ბეჟანიშვილი

მინდა მოგიყვეთ ზღაპარი,
ამბავი სიყვარულისა....
ნესტან კუპრავა
ვარსკვლავებსაც უხარიათ

ნესტან კუპრავა

ვარსკვლავებსაც უხარიათ
ახალი წლის მობრძანება,...
მანანა კაკაჩია
საახალწლო

მანანა კაკაჩია

მრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო,
ახალი გზნებით,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან საახალწლო ლექსები

ვაჟა–ფშაველა
ჩიტი-ჩიორა

ვაჟა–ფშაველა

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...
ვასილ გულეური
ციკოს თოვლის პაპა

ვასილ გულეური

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს....
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...
იროდიონ ევდოშვილი
ჩურჩხელების ჩხუბი

იროდიონ ევდოშვილი

ახალ წლის ღამეს ჩურჩხლებმა
ასტეხეს აურ-ზაური,...
მუხრან მაჭავარიანი
გილოცავ!

მუხრან მაჭავარიანი

გილოცავ!
გილოცავ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024