kids.ge logo

პაწაწინა მეგობარი

ფავორიტებში დამატება
ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,
ძლიერ, ძლიერ მიყვარს,
ლურჯთვალება მარი.

ჩემთან მოდის ხშირად,
ოცნება აქვს ერთი,
მეგობარი იყოს,
ჩემთვის ერთადერთი,

თხოვს ფანქრებს და რვეულს,
და ყვავილებს ხატავს,
ბროწეულს და ვაშლებს,
ყურძენსა და ატამს,

არ ჩერდება გოგო,
ისმის სულ ტიტინი,
კვლავ დამიწანიო,
ყვავილთა გვირგვინი,

ბა, შენი ბეჭდები,
გამიკეთე ხელებზე,
მომიყევი ზღაპარი,
გოჭებზე და ბელებზე.

გამომიცხვე ნამცხვარი,
ჩიტის რძე და კექსი,
მიამბე რა სასწრაფოდ,
სამშობლოზე ლექსი.

ასჯერ მავარცხნინებს,
იმ ქერა დალალებს,
რაღაზე არ წუწუნებს,
რაღას არ მავალებს.

მაგრამ თქვენა გგონიათ,
მარტო თვითონ ითხოვს?
მეც ვუყვარვარ ძლიერ,
შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ბაღში აღარ მიდის,
და ჯიტობს მარი,
არ უნდა რომ დამტოვოს,
მისი მეგობარი.

დიდესი ლოდინით,
მის მოსვლასა ველი,
ჩვენ გვაშორებს მხოლოდ,
ორმოცდა ცხრა წელი,

დრო გავაქვრეთ, წავშალეთ,
ხელს ჩავკიდეთ ხელი,
მეგობრები გავხდით,
მარად განუყრელი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

გაზაფხული
გაზაფხული სურათია,
თვალწარმტაცი,მომხიბვლელი,...
დედა თბილისი
გაგა ძლიერ მოხიბლა,
ჩვენი დედა თბილისმა,...
უცოდინრობის წამალი
დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,...
დამნაშავე ბურთი
ბურთი აჩუქა მამიკომ,
დააჯილდოვა ელდარი,...
მეხანძრე სპილო
გუდაც უკვე მობრძანდა,
რომ გიამბოთ ზღაპარი,...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „პაწაწინა მეგობარი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „პაწაწინა მეგობარი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ლუარა ჭანტურია
ერთგული მეგობარი

ლუარა ჭანტურია

პაწაწინა ენძელა,
მარტოობა გეძნელა?...
ნოდარ დუმბაძე
ფუტკარი

ნოდარ დუმბაძე

მზია, ლილი და ნანა
გატენილ სკებთან დგანან:...
ლელა გაბური
კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთან

ლელა გაბური

ერთ საღამოს პანტის ძირას
თამაშობდა გოჭი კოლა,...
ნატალია ნადირაშვილი
მეგობრობა

ნატალია ნადირაშვილი

თურმე ერთი ჩიტუნია
ფრთამალი და ფრთახატულა...
ლელა გაბური
რეინჯერი თომა

ლელა გაბური

გაზაფხულდა, გამოცოცხლდა,
ჭალის ყველა ბინადარი,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრება საღორიის ტყეში

ნოდარ დუმბაძე

კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024