kids.ge logo

ამბავი წიგნებზე

ფავორიტებში დამატება

II. სოფოს წიგნი

ფერადყდიანი ულამაზესი ილუსტრაციებით დამშვენებული სოფოს წიგნიც იგავ-არაკების კრებული აღმოჩნდა, მისი ავტორი ივან კრილოვი გახლდათ. წიგნის ყუაზე ასევე ეწერა, რომ აქ მოთხრობილი ყოველი ამბის მთარგმნელი დიდი პოეტი აკაკი წერეთელია.

მოწიწებით გადავფურცლეთ კრებული. მერე-პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე გვერდები, რომლებზეც საინტერესო რამეები ეხატა, თუმცა ჩვენი ყურადღება მეექვსე გვერდმა მიიპყრო. რატომ? ახლავე გიამბობთ!

აქ ტექსტი გაცილებით მოკრძალებული იყო, ილუსრტაცია კი უზარმაზარი. წარმოიდგინეთ, თქვენს თვალწინ როგორ იშლება დიდი ქალაქის ხედი-ქუჩებით, შესახვევებით, დიდი და პატარა სახლებით, მაღაზიებით, ქარხნებით, თონეებითა და საფუნთუშეებით, ამ ყველაფრის თავზე კი უშველებელი ბუზი მოფრინავს, რომელსაც  საცეცებით საფულე უჭირავს.

-ნეტავ, აქ რა ხდება?-გავიფიქრე მე.

-ბუზი და საფულე?!-გაიკვირვა სოფომ.

-მერე რა მოხდა, ეს ხომ იგავ-არაკია? ასეთ მოთხრობაში ყველაფერი შეიძლება ამიკითხო!-შეძლებისდაგვარად გავუმარტივე ჩემს პატარა დას ჟანრის თავისებურება.

-აბა, წაიკითხე, რა წერია!-დამავალა სოფომ.

საჩვენებელი თითი ისევ დავადე იმ ერთადერთი სტროფის (რომელიც წიგნის ამ გვერდზე ეწერა) პირველ ტაეპს და წავიკითხე:

„ბუზმა, ბუზმა, ბუზანკალამ,

ფრთაკანკალამ, გულკანკალამ,

ჩაუარა საპურეს და იპოვე საფულე.“

-უპოვნია, ალბათ ქუჩაში ვიღაცამ დაკარგა-საშინლად შეწუხდა სოფო.

-თუ ვიღაცამ არ დაკარგა, შენ როგორ უნდა იპოვო?-ჭკუაშიჩავარდნილის ინტონაციით განვმარტე დაკარგულის პოვნის არსი და ფილოსოფია, მერე სოფო გავკიცხე-ნუ მაწყვეტინებ, ხომ უნდა გავიგოთ, მერე როგორ მოიქცა ეს ბუზანკალა!

-წაიკითხე!-დამრთო ნება სოფომ.

„საფულეში ფულია, ბუზი მხიარულია“.

აქ უკვე თავად გადავწყვიტე მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის გაანალიზება.

სოფო დუმდა.

-როგორ ფიქრობ, რას იზამს ბუზანკალა?-ვკითხე მას.

-საფულის პატრონს მოძებნის. ქალაქს გადაუფრენს და დაინახავს, ვინ ეძებს დაკარგულ ნივთს-შემომთავაზა თავისი ვერსია სოფომ.

-არ იზამს მაგას, ზუსტად ვიცი, არ იზამს! ნახე რა წერია, „ბუზი მხიარულიაო“-გამოვთქვი ჩემი ვარაუდი.

წიგნის მეორე გვერდზე გადასლის დრო მოვიდა. პრიალა და ატლასივით მოელვარე ფურცელი მეშვიდე გვერდზე გადავშალე და პირველად მივხვდი, თუ რას ნიშნავს, ლოგიკური დასკვნა, რომელზეც უფროსები ხშირად საუბრობენ.

ამ გვერდზე მდიდრული სუფრაა გაშლილი და მის გარშემო სხედან: ხარაბუზა, ხოჭო, კალია, ჭრიჭინა, კიდევ ორი ბუზი, ალბათ ბუზანკალას უახლოესი მეგობრები...

ნიშნისმოგებით გავხედე ჩემს დას, რომელსაც სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა. გულგატეხილს წააგავდა.

-მე რა გითხარი?-ვკითხე სიცილით.

-არ დააბრუნა, რას ვიფიქრებდი!-ჩაილაპარაკა სოფომ.

-არ იდარდო, შეიძლება არ დააბრუნა,მაგრამ, ნახე, კეთილ საქმეს მოახმარა, მეგობრები მოიწვია!-დავამშვიდე სოფო.

ამის შემდეგ, კიდევ დიდხანს ვიკითხეთ ბუზანკალების, ვირების, კალიებისა და ჭრიჭინების ამბები,მაგრამ ამ საოცარი წიგნიდან კიდევ ერთი ბიჭის ისტორია მაგონდება, რომელსაც ბანაობა ეჯავრებოდა, რის გამოც თმა ისე გაებურძგლა, უშველებელი მაკრატლით ძალისძალად გაკრიჭეს, მაგრამ ამ იგავის წაკითხვაზე სოფომ უარი განაცხადა, ამიტომ, სჯობს, აქვე დავივიწყოთ.

ახლა, ალბათ მკითხვათ, ისევ მაქვს თუ არა ეს ორი ჯადოსნური წიგნი. არა, აღარ მაქვს, რადგან ორივე სიყვარულის წყალობით ჯერ გაიცრიცა, მერე კი გაქრა...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024