kids.ge logo

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ფავორიტებში დამატება

II. დიანე და თევზიჭერია ღამურა

გულღია შუშის ბაყაყმა დიანემ და ალისფერმა ნემსიყლაპია დრაკონმა მთელი ღამე უცხო ადგილას გაატარეს, ახლადგამოჩეკილ გულის ფორმის წითელ ლიფსიტებს აკვირდებოდნენ. დიანე თავის ცხოვრებაში პირველად გახდა ამ საოცრების მოწმე, როგორ ეშვებოდნენ მდინარეში შუშის ბაყაყის გულის ფორმის წითელი ლიფსიტები. ასეთი იყო ამ მოდგმის წესი. ეხლა კი მთავარი იყო, სანამ პატარა ლიფსიტები გაიზრდებოდნენ, იქვე ჩასაფრებულ თევზებს არ შეეჭამათ.

უცბად წყლის ზედაპირზე ღამურა გამოჩნდა, რომელიც ისეთი დიდი ზომის იყო, რომ მისმა ჩრდილმა მთვარის შუქიც კი გადაფარა. ეს არსება აღმოჩნდა ცნობილი თევზებზე მონადირე ღამურა, რომელიც ხის ბაყაყის ლიფსიტების ქომაგი და მხსნელი იყო.

თევზებზე მონადირე ღამურა ადვილად ხვდებოდა მსხვერპლის მოძრაობას და მას ასე იჭერდა. დაიწყო ნადირობა და რაც კი ახლო-მახლო თევზი დაცურავდა, თევზებზე მონადირე ღამურამ ყველა სათითაოდ დაიჭირა. ცოტა ხანში ახლადგამოჩეკილი წითელი ლიფსიტებისთვის არანაირი საფრთხე აღარ არსებობდა და ისინიც სხვადასხვა მიმართულებით წყალში მიმოიფანტნენ და გაუჩინარდნენ.

****

გაივლიდა ცოტა ხანი და როცა წითელი ლიფსიტები წამოიზრდებოდნენ, ცურვის მაგივრად თათებზე ხტუნვას დაიწყებდნენ. ხეზე ასვლასაც მხოლოდ მოგვიანებით შეძლებდნენ. სწორედ მაშინ მიაკითხავდა ყველას თავისი მეწყვილე ცეცხლოვანი ნემსიყლაპია დრაკონი, რომელიც ტყის სიღრმეში გაუძღვებოდა და იქ დამალავდა. ასწავლიდა მწერების ენას ყიყინის მაგივრად.  ერთმანეთს მარადიულ მეგობრობას და ერთგულებას შეჰფიცებდნენ. ამის ნიშნად, ალისფერი ნემსიყლაპია ფრთებზე წითელ გულს გამოისახავდა, ზუსტად ისეთს, როგორიც გულღია შუშის ბაყაყს უცემდა მკერდში.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ძლიერ ემოციებს

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - როდესაც თქვენი აღელვებული შვილი დაწყნარდება, ჰკითხეთ მას: „როგორ გრძნობ თავს?“ და „როგორ ფიქრობ, რა გაგამხიარულებს?“ შემდეგ მოუსმინეთ მას. ის უფრო ადვილად დამშვიდდება თუ მას ამაზე ლაპარაკის უფლებას მისცემთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024