kids.ge logo

ენის-ბორძიკი-ლოგონევროზი

ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

 

ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენა ბორძიკობა ძრითადად ვლინდება 2-დან 5 წლის ასაკამდე (სალაპარაკო მეტყველების ინტენსიური განვითარების პერიოდში)

 გამოყოფენ ენა ბორძიკობის გამომწვევ მიზეზთა 2 ჯგუფს,

1)  მიდრეკილების  მქონე მიზეზთა  ჯგუფში  შედიან:

ა) მშობელთა მძიმე ნერვიული მდგომარეობა. (ნერვიული, ინფექციური და სომატური ავადმყოფობები, რომლებიც ახდენენ ცსნ-ის დაზიანებას)

ბ) თვით ბავშვის ნერვოპათოლოგიური მდგომარეობა... (ღამის შიშების,ემციური დაძაბულობა, ენურეზი, მომენტალური გაძიერებული გაღიზიანებადობა)

გ) კონსტიტოციანოლური მიდრეკილება, მიდრეკილება ფსიქიკური ტრამვების მიმართ.

დ) მემკვიდრეობით დატვირთვა (სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი სისუსტე, რომელიც შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით, როგორც რეცენსიური ნიშანი)

2)  მეორე ჯგუფი

მაწარმოებლის მიზეზების ჯგუფში გამოყოფენ ფსიქიკურ და სოციალურ მიზეზებს:

ა) ანატომიურ-ფიზიოლოგიური მიზეზები: ფიზიკური დაავადებები, რომლებიც იწვევს ენცეპალოფატიებს. ტრამვები მუცლადყოფნის პერიოდში ან სამშობიარო ტრამვა(ასფიქსია). ტვინის შერყევა, ტვინის ორგანული დაავადებები. ბატონები, მუცლის ჭია, ნერვუილი სისტემის გადაღლა.

ბ) ხანმოკლე ერთჯერადი ტრამვა, (შეშინება) ხანგძლივად მოქმედი ფსიქიკური ტრამვა-ანუ ბავშვის არასწორი აღზრდა, რაც გულისხოსბ, განებივერბასაც, მუდმივ და გადაჭარბებულ სურვილს „სამაგალითო“ ბავშვის აღზრდისას) ხანგძლივი ფსიქიკური ნერვიული მდგომარეობა. ძლერი უეცარი ელდა, ან გადაჭარბებული სიხარული..

ენა ბორძიკის მქონეს დარღვეული აქვს მწყობრი და რიტმული თანმიმდევრობა.ხდება წარმოთქმის უნებლიე შეჩერება–შეფერხება. მეტყველების ამგვარ გართულებას იწვევს სამეტყველო აპარატის კუნთში წარმოქმნილი კრუნჩხვები., მათი ხანგძლივობა მერყეობს 2–დან – 12 წამამდე, მძიმე შემთხვევებში კი, 90 წმამადეც კი გვხვდება. სამეტყველო აპარატის კრუნჩხვები სხვადასხვა ფორმისაა:

  1. კლონური (ერთი და იმავე რიტმული მოძრაობის კრუნჩხვითი გამეორება პეპეპეპე პეპელა... დედედედედაა);  
  2. ტონური, (ხდება კუნთის უფრო ძლიერი და ხანგძლივი შეკუმშვა  პ~ეპელა; დ~ედა)
  3. შერეული.

განასხვავებენ ენა ბორძიკობის  სამ ხარისხს:

  • მსუბუქი ხარისხი – მჟღავნდება მხოლოდ აღგზნებულ სიტუაციაში ან რაიმე აზრის სწრაფად გადმოცემის სურვილის შემთხვევაში.
  • საშუალო ხარისხი – მშვიდ, ნაცნობ სიტუაციაში საუბრობენ თავისუფლად,აქ იშვიათად მჟღავნდება მათი ნაკლი. ხოლო ემოციურ სიტუაციებში თავს იჩენს შესამჩნევი ენაბორძიკობა.
  • მძიმე ხარისხის – გამუდმებით ენა ბორძიკობენ და მეტყველებას თან ახლავს უნებლიე მოძრაობები.

    მიჩნეულია, რომ ენა ბორძიკობასთან  ბრძოლა გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს. დასაწყის  სტადიაში ეს ფორმა ატარებს იოლ ხასაითს,მაგრამ თავიდან ოდნავ დაწყებული ენაბლუობა თანდათან რთულდება და რაც უფრო მეტი დრო გადის ენაბლუობის დაწყებიდან, მით მეტად ხდება მისი მეტყველებაში განმტკიცება და ბავშვის ფსიქიკის ჩათრევა, იგი ხელს უშლის ბავშვის კომუნიკაციურ ურთიერთობას და იწვევს გარკვეულ სირთულეებს სწავლაში.ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.

გამოკვლევა მიმდინარეობს  კომპლექსურად, მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ. დგება სამუშაო გეგმა ფორმის ხარისხისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

 პროფილაკტიკული მუშაობა ტარდება სწორი სამეტყველო ჩვევების, ანუ სამეტყველო მოტორიკის განვითარებაზე. სუნთქვისა და ხმის მოწესრიგებაზე. ამ პერიოდში ბავშვი ეჩვევა  სიტყვებში  ბგერებისა  და მარცვლების შერწყმულ წარმოთქმას.

შემდეგ, ხდება მიღებული ჩვევების ავტომატიზაციაზე მუშაობა. ყურადღება ექცევა არა მარტო წარმოთქმის გარეგან ფორმას არამედ შინაარსსაც.  ხორციელდება ინტენსიური მუშაობა დამოუკიდებელ მეტყველებაზე და მიღებული ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაზე.

სუნთქვითი და ხმის განვითარების ვარჯიშების შემდეგ, მუშაობა გადადის მიბაძვით მეტყველებაზე. ასევე წარმატებით გამოიყენება რიტმული ვარჯიშები–ლოგორიტმიკის მიზანია წარმოთქმა დაუკავშიროს სხეულის რიტმულ მოძრაობას, ირთვება მუსიკა, ბავშვის ყურადღება გადადის მეტყველებიდან მუსიკაზე ეს აადვილებს საჭირო ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ხდება ჩვეულებრივ, სასაუბრო მეტყველებაზე გადასვლა.

საყურადრებოა ის ფაქტი, რომ ლოგოპედიური მუშაობის დაწყების პირველ ხანებში ენა ბორძიკების უმეტესობას სწრაფად ეწყებათ მდგომარეობის გაუმჯობესება– მაგრამ, ძირითად შემთხვევებში, ეს წარმატება დროებითია ხოლმე, რადგან ახლად მიღებული სამეტყველო ჩვევები ჯერ არამყარია და შემდეგ, რაიმე გარე პირობების ან შინაგანი აღელვების ნიადაგზე ხდება ისევ მდგომარეობის დამძიმება. იმისათის, რომ მიღწეული იქნას შედეგი, აუცილებელია სისტემატიური მუშაობა საკუთარ თავზე; დაწყებული მუშაობის ბოლომდე მიყვანა და ლოგოპედიურ კაბინეტში მიღებული ჩვევბის პრაქტიკაში გამოყენება.

და ბოლოს ,პროფილაკტიკა...

მშობლებმა უნდა იცოდნენ ბავშვის ასაკობრივი სამეტყველო შესაძლებლობები!!! თითქმის ყველა ბგერის სწორი წარმოთქმა ბავშვს 4 წლის ასაკიდან შეუძლია, როდესაც სამეტყველო აპარატი სრულად ჩამოყალიბებული და შედარებით ძლიერია. ამიტომ არ შეიძლება ბავშვებს პატარა ასკში  მოვთხოვოთ რთული ბგერათკომპლექსების სწორად გამოთქმა, აზრობრივად მათთვის ძნელად გასაგები ლექსებისა თუ მოთხრობების დასწავლა და მოყოლა!!! გახსოვდეთ– 3 ლიტრიან ქილაში 5 ლიტრი წყალი არ ჩადის!!!

დაუშვებელია 2–დან 5 წლამდე ბავშვების ემოციური გადაძაბვა, როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით, დიდხანს ჯდომა კომპიუტერთან, არაასაკობრივი გადაცემების ყურება ტელევიზიით. გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, მისი ბუნება, მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ.

უკითხეთ მათ ის ზღაპრები, ლექსები და მიოთხრობები, რომლებიც მათი ასაკისთვისაა გათვალისწიენბული, მოაყოლეთ მარტივად, დაეხმარეთ ახალი სიტყვების გააზრებასა და ათვისებაში.

ბავშვის მეტყველების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს დაძაბული სიტუაცია ოჯახის წევრებს შორის. მუდმივი კონფლიქტები. თუ ბავშვს დაეწყო ენის ბორძიკი არ გაუბრაზდეთ, არ უძახოთ „ილაპარაკე ნორმალურად!“ გახსოვდეთ – ეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. აუცილებლად, დროულად,  მიმართეთ სპეციალისტს.

სტატიები ამავე თემიდან

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.
მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

მეტყველების განვითარების ეტაპები
მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის. ბ

სიგმატიზმი
სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა

სამეტყველო  წრე
სამეტყველო წრე

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის.გამართული დ

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის
როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული

ფონემატური სმენა
ფონემატური სმენა

ფონემატური სმენა მნიშვნელოვანია სამეტყველო განვითარებისათვის, თუ გსურთ პატარამ ადვილად ისწავლოს და წ

ალალია
ალალია

ალალია- ( ტერმინიდან а-უარყოფა; lalio-მეტყველება) უმეტყველობა ან მეტყველობის განუვითარებლობა ნორმალ

წერითი მეტყველება
წერითი მეტყველება

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთა

განვითარების სფერო-მეტყველება
განვითარების სფერო-მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს, ადამინის უნარს-ერ

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება
სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!
ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!

აზროვნება და მეტყველება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი ურთიერთკავშირი ურთიერთგანვითარების აუცი

დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული
დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული

პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან- როგორ გავხადოთ ეს დრო სასია

სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021