kids.ge logo

ზოგადი-ინფორმაცია-ძუძუთი-კვების-შესახებ

ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ძუძუთი კვებაძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს. გლობალურად, ექვსი თვის ასაკამდე ახალშობილთა მხოლოდ 40%-ზე ნაკლები არის ძუძუთი კვებაზე. ადექვატური ძუძუთი კვება ბევრი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა.

ჯანმოს მკაცრ რეკომენდაციას წარმოადგენს ძუძუთი კვების დამკვიდრება, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

  • ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;
  • ძუძუთი კვება უნდა ხორციელდებოდეს ”მოთხოვნის მიხედვით”, ისე ხშირად, როგორც ამას მოითხოვს ბავშვი დღისა და ღამის განმავლობაში;
  • ბოთლისა და საწოვარას გამოყენებას უნდა ავარიდოთ თავი.

დედის რძე იდეალური საკვებია ახალშობილებისა და ჩვილი ბავშვებისთვის, ისინი ამ გზით ღებულობენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ჯანსაღი განვითარებისთვის. იგი უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მათ შორის პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.

ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისთვის. ძუძუთი კვება ხშირად (და არა ყოველთვის) იწვევს მენსტრუაციის შეწყვეტას, რაც წარმოადგენს შობადობის კონტროლის ბუნებრივ მეთოდს. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს მოგვიანებით პერიოდში.

ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ბავშვების კარგ ჯანმრთელობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოზრდილებს, რომლებიც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდნენ, ხშირად აღენიშნებათ უფრო დაბალი არტერიული წნევა და ქოლესტეროლის დონე. ასევე, ჭარბი წონის, სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი. არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში მოზრდილები ავლენენ უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021