kids.ge logo

მეშინია-ანუ-პრობლემა-სახელად-შიში

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი

შიშირთული დასაჯერებელია, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. შიშზე  ადამიანები  მძაფრად რეაგირებენ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან.

შიში არასასიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს კონკრეტული საფრთხე, ან აბსტრაქტული შიში, რომელსაც არ აქვს რეალური საფუძველი. რაც შეეხება შიშის გრადაციებს, ის შეიძლება იყოს როგორც სრულიად უმნიშვნელო (მსუბუქი შფოთვა), ასევე ყოვლისმომცველი და იმდენად გამოუვალი, რომ ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

სპეციალისტები ბავშვთა შიშებს ორ ნაწილად ყოფენ - ასაკობრივი შიში და ნევროტული შიში. ასაკობრივია შიში, რომელიც გარკვეულ ასაკამდე ბუნებრივად ითვლება. ამ ტიპის შიში, როგორც წესი, ასაკთან ერთად ქრება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხდება მათი გადალახვა. პირიქით,  შიში მძაფრდება, შედეგად კი ნევროტული შიში ყალიბდება. ნევროტული შიშის გამომწვევია ასევე ტრავმის გადატანა (ძაღლის კბენა, ბნელ ოთახში მარტო დარჩენა) და  მშობლის მიერ ბავშვის დაშინებაც (გუდიანი კაცი, დევი, ცუდი ბიძია, ბავშვთა სახლში დატოვება).

ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშებია -  უცნაური ხმებისა და ზოგადად ხმაურის შიში, უცნობი ადამიანები, სიბნელე, ჩრდილები, მარტოობა, ექიმები, მწერები, ქვეწარმავლები, ასევე შესაძლოა შიშის გამომწვევი მიზეზი იყოს ერთი შეხედვით უწყინარი ობიექტი: კლოუნი, ჩიტები, სათამაშოები,  სხვადასხვა გმირის ფორმაში გადაცმული ადამიანები და ა.შ.

 

შიში და ასაკი

შეშინებული პატარა ბავშვიცხოვრების პირველი წლისათვის დამახასიათებელია დედასთან განშორების, უცხო ხალხისა და უცხო გარემოცვის შიში. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში აუცილებელია ბავშვმა მაქსიმალურად იგრძნოს დედის სიახლოვე. თუ დედამ, ამ ასაკში, ბავშვის ტირილზე შესაბამისი რეაქცია არ გამოავლინა (ბავშვის ხელში აყვანა, მოფერება, კოცნა) ბავშვს უარყოფის, უნდობლობისა და დაუცველობის შეგრძნება იპყრობს.

1-3 წლის ასაკში დამახასიათებელია სიბნელის, მარტო დარჩენის შიში, ზღაპრული, მითიური არსებების (გნომები, ელფები, ჯინი) შიში, ასევე ექიმების, ნემსის გაკეთების შიში.

3-5 წლის ასაკში ვხვდებით მარტოობის, სიბნელის, დახურული სივრცის შიშს. არის შემთხვევები, როდესაც ამ ასაკში უფრო ღრმავდება ზღაპრული, მითიური არსებების შიში.

5-7 წლის ასაკში ჩნდება სიკვდილის შიში, დასჯის შიში, ცხოველების შიში, და ასევე ხშირად გვხვდება სტიქიური უბედურებების შიში (ხანძრის, წყალდიდობის, მიწისძვრის შიში.)

უმცროს სასკოლო ასაკში (7-11 წელი) შიშის ძირითადი გამომწვევი მიზეზია სკოლა. ამ პერიოდში ბავშვებში მთავარი დაძაბულობის გამომწვევია დაბალი ქულების, შეცდომების დაშვების  შიში.

 

შიშის მიზეზები

ფსიქოლოგებმა გამოყვეს შიშის გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი:

  • წაბაძვა - როდესაც ბავშვის შიშის მიზეზი უფროსის შიშია. საკმარისია, ბავშვმა შეამჩნიოს, რომ დედა აფორიაქებულია, მასაც მომენტალურად შიშის განცდა ეუფლება.
  • დაშინება (ნევროტული შიში)- როდესაც გარშემომყოფები ბავშვებისგან  სასურველი ქცევის მიღებას გუდიანების, ცუდ ბიძიების, დევების, პოლიციელების „დახმარებით“ ცდილობენ. მსგავსი მიდგომა ბავშვისათვის სერიოზული შფოთვის საბაბი შეიძლება გახდეს.
  • ჰიპერმზრუნველობა - როდესაც ზედმეტად ფრთხილი მშობელი უამრავ აკრძალვას უწესებს შვილს, საპასუხოდ, ბავშვი ზედმეტად ფრთხილი და უუნარო ხდება. საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ბავშვს მარტივ ცხოვრებისეულ სირთულესთანაც კი უჭირს გამკლავება.
  • რეალური ტრავმა, მძაფრი ფსიქიკური განცდა (ნევროტული შიში)- ეს მდგომარეობა, საფრთხის გავლის, მწვავე სიტუაციის გადატანის შემდეგაც იჩენს თავს. შედეგად კი სახეზე გვაქვს წყლის შიში, სიბნელის შიში, დახურული სივრცის შიში, ქვეწარმავლის შიში და ა.შ.
  • ოჯახში არსებული აღზრდის სტილი და ურთიერთობები - ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრულია ოჯახური ურთიერთობებით, თუ აქტუალურია აღზრდის ე.წ. ტირანული, დესპოტური სახე, ეს ბავშვის სიღრმისეულ, ბაზისურ გრძნობებზე აისახება და შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიადაც ჩამოყალიბდეს.
  • სიკვდილის ან ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში - როდესაც ბავშვი შეიტყობს სიცოცხლის გარდაუვალი დასრულების შესახებ, მას თითქმის ყოველთვის უჩნდება ამ ამოუცნობი და იდუმალი აქტის მიმართ შიშის შეგრძნება.

 

შიშის დაძლევა არ არის მარტივი პროცესი.  თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ბავშვების მდგომარეობას და მის განწყობებს შესამჩნევად აუმჯობესებს.  ეცადეთ, ოჯახში იყოს მშვიდი და სტაბილური სიტუაცია, ხმაურისა და დაძაბულობების გარეშე. საჭიროა, რომ ბავშვები მშობლების მხრიდან ყოველთვის გრძნობდენენ სითბოსა და მხარდაჭერას. მოერიდეთ, ბავშვებთან მუქარისა და დაშინების ტონით საუბარს, ეცადეთ მკაფიოდ აუხსნათ რას და რატომ ითხოვთ, გაეცით მის კითხვებს პასუხები და სასურველ ქცევას ბევრად მარტივად მიიღებთ.

საბოლოოდ კი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შიში თავდაცვითი რეაქციის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. 

 

სტატიები ამავე თემიდან

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს
როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავე

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები
3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები
ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დ

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი
ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ა

დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომი

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის
ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგო

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის
როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედ

ხშირად გავახაროთ ბავშვები
ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების გან

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი
წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყარო

ვიდეო თამაშები და ბავშვები
ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარება

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო
რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშ

დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!
დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!

ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არა...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2023