kids.ge logo

ოჯახში-ძალადობა-სახელმძღვანელო-მასწავლებლებისათვის

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
GCRT
არასამთავრობო ორგანიზაცია

ძალადობა ბავშზეოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებში იწვევს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პრობლემებს და შესაძლოა აისახოს მოსწავლის სკოლაში ფუნქციონირებაზე, მის დასწავლის უნარზე და თანაკლასელებთან ურთიერთობებზე.

პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვს დროულად გაეწიოს დახმარება და თავიდან იქნას აცილებული ოჯახში ძალადობის შედეგად განვითარებული ემოციური და ქცევითი დარღვევები.

მასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი საშუალება, რომ დროულად ამოიცნონ ოჯახში ძალადობის ნიშნები და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მოსწავლის პრობლემურ ცხოვრებაში.

ოჯახში ძალადობის ფენომენის გააზრება დაგვეხმარება უკეთ დავეხმაროთ ძალადობრივ გარემოში მცხოვრებ ბავშვს და მოზარდს:

  • ოჯახში ძალადობა ყველგან გვხვდება - ასაკის, რასის, განათლების, პროფესიის, რელიგიის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად;
  • ოჯახში ძალადობა შეიძლება გულისხმობდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ეკონომიკურ ძალადობას;
  • ძალადობრივი ქცევის მიზანი არის მსხვერპლზე ძალაუფლების და კონტროლის მოპოვება;
  • ძალადობრივი ქცევა ხშირ შემთხევაში დასწავლილია (მოძალადე ბავშვობაში თვითონ იზრდებოდა ძალადობრივ ოჯახში ან ძალადობრივი ქცევით ახერხებდა თვით-დამკვიდრებას)
  • ძალადობის მიზეზი ყოველთვის მოძალადეა და არა მსხვერპლი;
  • ძალადობა იწვევს მსხვერპლის თავდაცვით ქცევას (მსხვერპლი უარყოფს ძალადობას ან მინიმალურ მნიშვნელობას ანიჭებს მას, საკუთარ თავზე იღებს ძალადობაზე პასუხისმგებლობას, მოძალადეს იცავს და ა.შ.)

 

ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში

  • ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს;
  • იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს.
  • ტრავმული სტრესის რეაქციებს (ღამის კოშმარები, მუდმივი წუხილი შესაძლო საფრთხის გამო, გაშეშება).
  • ბავშვი ან მოზარდი შეიძლება თვითონ გახდეს ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი;
  • მოძალადემ შეიძლება გამოიყენოს ბავშვი ან მოზარდი, როგორც ერთ-ერთი გზა მსხვერპლის გასაკონტროლებლად, რამაც შეიძლება ბავშვში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს;
  • ბავშვებს ან მოზარდებს შეიძლება ამბივალენტური გრძნობა განუვითარდეთ მოძალადე მშობლის მიმართ: თან უყვართ, თან სძულთ;
  • ბავშვებმა შეიძლება დაისწავლონ ძალადობრივი დამოკიდებულება და ქცევა;
  • ოჯახში ძალადობის შედეგად ძალადობრივი ქცევა ბავშვისთვის შეიძლება ქცევის ნორმა გახდეს;

 

ოჯახში ძალადობის ნიშნები

მოსწავლეებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეს ნიშნები, როდესაც ძალადობრივ ოჯახში იზრდებიან, თუმცა შესაძლოა ეს სიმპტომები სხვა მრავალი მიზეზის გამოც არსებობდეს.

  • ფიზიკური ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი)
  • მუდმივი დაღლილობა
  • მუდმივი შფოთვა შესაძლო საფრთხის გამო
  • მოწყენილობა, სხვებისგან გარიყულობა, პასიურობა
  • დაბალი თვითშეფასება, დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ახალი ამოცანების შიში
  • ყურადღების პრობლემები, დავალებაზე კონცენტრაციის და ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულეები
  • აგრესია, მიმართული მასწავლებლის, თანატოლების ან საკუთარი თავის მიმართ
  • სტერეოტიპული რწმენები მამაკაცის, როგორც მოძალადის და ქალის, როგორც მსხვერპლის შესახებ.

 

ამასთან ერთად მოზარდებისთვის დამახასიათებელია

  • სუიციდური ფიქრები და ქცევები
  • მაღალი რისკის შემცველი ქცევები, მათ შორის კრიმინალური, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება
  • სკოლის არასაპატიო გაცდენები და სახლიდან გაქცევა
  • ძალადობრივი ურთიერთობა შეყვარებულთან

ზოგიერთი მოსწავლე ოჯახში არსებულ პრობლემებს სკოლის საშულაებით შეიძლება გაუმკლავდეს, სწავლაზე, სპორტსა და ურთიერთობებზე ფოკუსირებით.

 

როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს?

ოჯახში ძალადობა ბავშვებს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას უნგრევს, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა შეძლონ და სკოლა, მოსწავლისათვის დაცულ და უსაფრთხო ადგილად აქციონ.

  • მიეცით მოსწავლეებს საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით;
  • შექმენით უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზეა აქცენტი;
  • დააწესეთ ნორმები და წესები ძალადობის წინააღმდეგ;
  • განამტკიცეთ ძალადობის მიუღებლობა;
  • ასწავლეთ და დააჯილდოვეთ არაძალადობრივი კონფლიქტის მოგვარება და თანამშრომლობა;
  • აჩვენეთ მათ მზრუნველი და პატივისცემიანი ქცევა;
  • ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს შორის თანამშროლობას, კონკურენციის ნაცვლად;
  • ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, რომ თვითშეფასება გაეზარდოთ, თავდაჯერებულები გახდნენ;
  • ყოველთვის სიტყვიერად შეაქეთ მათი მცდელობები;
  • შესაძლებლობა მიეცით, რომ სწავლის პროცესში გაერთონ და იმხიარულონ;
  • დაეხმარეთ, რომ საკუთარი სიძლიერეები აღიარონ და შეიგრძნონ წარმატება;
  • სკოლასთან პოზიტიური კავშირი გაზარდეთ - შეეცადეთ ბავშვის ინტერესი/ძლიერი მხარეები შეუსაბამოთ სკოლის პროგრამას;
  • მაქსიმალურად მხარი დაუჭირეთ ჩართულობას;

 

ესაუბრეთ მოსწავლის მშობელს

გაუზიარეთ თქვენი წუხილი ბავშვის პრობლემებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ თუ რას ამჩნევს თვითონ, როგორ იქცევა ბავშვი სახლში, ჰკითხეთ მისი აზრით რა იწვევს პრობლემებს სკოლაში, მშობლეთან ერთად განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ბავშვს დაეხმაროთ (თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და რა შეუძლია მშობელს).

გახსოვდეთ რომ ხშირად ოჯახურ პრობლემებზე ოჯახის გარეთ საუბარი ძალიან რთულია. ოჯახში ძალადობაზე შეკითხვებს მშობელს ნუ დაუსვამთ. თავიდან აგრძნობინეთ, რომ გაწუხებთ ბავშვის პრობლემები და მზად ხართ დაეხმაროთ. იმ შემთხევაში თუ თვითონ დაიწყებს საუბარს ოჯახში ძალადობაზე, შესთავაზეთ დახმარება და მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, ასევე იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც შეუძლია დასახმარებლად მიმართოს.

გახსოვდეთ!
ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი!

საფარი SapariGCRT

სტატიები ამავე თემიდან

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის
როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედ

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის
ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობე

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში
მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიში

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები
ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლო

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?
რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალ

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი
მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება,

აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები
აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

აგრესია - რა არის აგრესია? რა არის ბავშვის აგრესიის მიზეზები და როგორია მისი დაძლევის გზები.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე
რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია სა

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები
სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში
სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხო

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი
რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა შედეგები მოყვება არასწორი აღზრდი

მხედველობის განვითარება ბავშვობაში
მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ

ბავშვის მიერ მედიამოხმარების პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინებები
ბავშვის მიერ მედიამოხმარების პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინებები

რა უარყოფით თუ დადებით შედეგს აძლევს მოზარდს ისეთი კომპეტენციების ადრეულ ასაკში დაუფლება, როგორებიცა

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა
იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და სიღარიბის შემცირების პროგრამების სტრატეგიულ კომპონ

ბავშვის უფლებათა კონვენცია
ბავშვის უფლებათა კონვენცია

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. ბავშვთა უფლებების კონვენცია სფეროთა ფართო სპექტრს ეხება - ადმინ

დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომი

ბავშვის უფლებათა კონვენცია (ადაპტირებული)
ბავშვის უფლებათა კონვენცია (ადაპტირებული)

ბავშვის უფლებათა კონვენცია, ინტერპრეტირებული და ილუსტრირებული მე-5 მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ.

სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021