kids.ge logo

რა-არის-ბგერათწარმოთქმის-დარღვევა

რა არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ბავშვებიბგერათწარმოთქმის დარღვევის მიზეზია ის, რომ არ ხერხდება ამ ბგერის წარმოთქმისათვის აუცილებელი არტიკულაციური მოწყობა, რაც იწვევს მის არასწორ ჟღერადობას. ამ დროს სწორი მეტყველების დაუფლების, ერთ-ერთი აუცილებელი ბირთვია ნორმალური ფონემატური სმენა, ბგერის სმენით გაცნობიერების პარალელურად საჭიროა ამ ბგერის სწორი არტიკულაციის მხედველობითი აღქმა.

ანუ ბგერების დაყენება - კორექციისათვის აუცილებელი მოდელი ასეთია:

  1. ვუნვითარებთ ფონემატურ სმენას.
  2. ვაცნობიერებინებთ, რომ აღნიშნულ ბგერას არასწორი ჟღერადობით წარმოთქვამს.
  3. სარკის წინ ვაჩვენებთ სწორ არტიკულაციას და ვცდილობთ მივიღოთ მისგანაც იგივე (თუ ვამჩნევთ, რომ იგი სამეტყველო ორგანოების ზუსტ, დიფერენცირებულ მოქმედებას ვერ ახერხებს, მაშინ ეს მდგომარეობა მოითხოვს საგანგებო საარტიკულაციო ვარჯიშების ან მასაჟის ჩატარებას, სპეციალისტის მიერ).

მივაღწევთ რა სწორი ბგერის წარმოთქმას, ლოგოპედიური მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია. გადავდივართ მეორე ეტაპზე - რაც თავის თავში მოიცავს აღნიშნული ბგერის ჩამაგრება-ჩართვას.

ბგერის ავტომატიზაცია კი ხდება: მარცვალში, სიტყვაში და შემდეგ ფრაზაში.

ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ კი გადავდივართ თანმიმდევრულ მეტყველებაში მისი სწორი ჟღერადობით ჩასმაზე.

სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021