kids.ge logo

რა-გავლენას-ახდენს-მიჯაჭვულობა-ბავშვის-განითარებაზე

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

დედა და ბავშვიერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალშობილები ვერაფერს ვერ იგებენ და ვერ გრძნობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ბავშვი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში მშვენივრად არჩევს დედის ემოციებს, რომლებიც შესაბამისად დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მასზე,მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. ახალშობილს კი უკვე საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული გარკვეული უნარები, რომლის განსავითარებლად და სწორად ფორმირებისთვის აუცილებელია მას განუვითარდეს მიჯაჭვულობის განცდა. მიჯაჭვულობა – ესაა ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც მყარდება ახალშობილსა და მასთან ხშირად კონტაქტში მყოფ ადამიანს შორის. ბავშვისთვის მიჯაჭვულობის  განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ მოახერხებს განვითარებას. მიჯაჭვულობის 2 ტიპი გამოყოფა (მერი ეინსვორტის მიხედვით): სანდო და არასანდო მიჯაჭვულობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი და მათი ზეგავლენა ბავშვზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიჯაჭვულობის ორ ტიპს გამოყოფენ: სანდო მიჯაჭვულობას და არასანდო მიჯაჭვულობას, არასანდო მიჯაჭვულობაში  კი გამოიყოფა 3 სახე: დეზორგანიზებული, ამბივალენტური და განრიდებული მიჯაჭვულობა.

სანდო მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია და ბავშვის საჭიროებების მიმართ სათანადო ყურადღებას გამოხატავს.ასეთი ბავშვები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ენდობიან მშობელს.

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი არ ავლენს ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას, არის მის მიმართ გულგრილი, უყურადღებო და ყველაზე უარეს შემთხვევაში თავიდან იშორებს მას. ასეთი ბავშვები თავდაპირველად ,,აპროტესტებენ“ მშობლის გულგრილობას, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ,,წყდებიან“ მშობლებს და იკეტებიან საკუთარ თავში, ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ იმის განცდა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ამბივალენტური მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც ბავშვის მშობელი არათანმიმდევრულია, არათანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და ამჟღავნებს მასთან შფოთვის მაღალ დონეს. ის შესაძლოა ზოგჯერ მარტივად ხელმისაწვდომი, ყურადღებიანი იყოს ბავშვის მიმართ, ზოგჯერ კი უყურადღებო ან მომაბეზრებდლად ყურადღებიანი. ასეთი „სტილით“ აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან ემოციების არასტაბილურობით, შესაძლოა უმნიშვნელო წვრილმანზე მეტად გაბრაზდნენ ან პირიქით. არიან ზედმეტად მგრძნობიარენი, ხშირ შემთხვევაში განიცდიან ბრაზს ან შფოთვას.

განრიდებული მიჯაჭვულობა – ჩნდება მაშინ, როდესაც მშობლის ზრუნვა ბავშვზე არის არასაკმარისი, ბავშვი იღებს მხოლოდ მისი აღზრდისთვის აუცილებელ ყურადღებას, ხოლო ზრუნვა და სითბო რომელიც საჭიროა მისი კოგნიტურად და ფსიქოლოგიურად სწორად განვითარებისთვის არ არის საკმარისი. ასეთი ბავშვები ვერ იღებენ მშობლის მხრიდან ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ უნდობლობის გრძნობა, მათ დასწავლილი აქვთ საკუთარ პრობლემებთან და ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავება.

 

რა პირობებია აუცილებელი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის?

დედა და ბავშვიზემოთ მოცემული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად განვითარებისთვის ნაადრევ ასაკშივე სანდო მიჯაჭვულობის განვითარება, რადგან მიჯაჭვულობის დარღვევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არამარტო სოციალურ უნარებზე, ემპათიის (თანაგრძნობის) და ღირსების გრძნობის განვითარებაზე, არამედ, ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებაზეც. ამიტომ აუცილებელია გამოვხატოთ ბავშვის მიმართ სათანადო სითბო და ემოციები, მიუხედავად იმისა როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ იმ მომენტში თავს. ბავშვმა უნდა იგრნოსრომ ის უპირობოდ გვიყვარს და მის გვერდით ვიქნებით, რაც არ უნდა დასჭირდეს, ეს ყველაფერი აუცილებელია მისი სწორად განვითარებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მიჯაჭვულობის ტიპი არამარტო მის ბავშვობაზე, არამედ მის ცხოვრებაზე მთლიანად მოქმედებს ზრდასრულ ასაკშიც კი.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ყოველ წუთს ჩვენს მიერ გაცემული სითბო და ყურადღება მისი სწორად განვითარებისთვის, ბედნიერი და ჯანსაღი მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021