kids.ge logo

როდესაც-ჩემი-შვილი-სხვას-ურტყამს-5-წესი-მშობლებისათვის

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი


აგრესია
          ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან  მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ  ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს. დარტყმის მიზეზი ხშირად რაიმე გამღიზიანებელზე პასუხია, ან შესაძლოა ბავშვი ამოწმებს რა რეაქცია ექნებათ გარშემომყოფებს მის ამ ქცევაზე.

            რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს  მკაცრად მოქცევის სურვილი. ყვირილს, შენიშვნის მიცემას, დასჯასა და ზოგჯერ დარტყმასაც კი შესაძლოა ჰქონდეს მომენტალური ეფექტი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვმა შეწყვიტოს აგრესიული ქცევა, თუმცა, ასეთ მიდგომას არ აქვს გრძელვადიანი შედეგი, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.

            როდესაც ბავშვი ურტყამს თანატოლს, უნდა დავფიქრდეთ რატომ. ის უბრალოდ ცუდად არ იქცევა, შესაძლოა უჭირს ურთიერთობების დამყარება, არ იცის როგორ გადაჭრას პრობლემა. მხოლოდ საყვედური და მოწოდება, რომ დარტყმა ცუდია ნაკლებ შედეგიანია, ბავშვმა ისიც უნდა იცოდეს, რა გააკეთოს სანაცვლოდ. იმისათვის რომ შევცვალოთ ბავშვის ქცევა, მას უნდა ვასწავლოთ რა გააკეთოს დარტყმის ნაცვლად.

 

1. შეაჩერეთ ბავშვის აგრესიული ქცევა. მოაცილეთ  სიტუაციას ან დაუკავეთ ხელები. მტკიცე ტონით უთხარით  "გაჩერდი, შეწყვიტე", თუმცა, არ გამოავლინოთ აგრესია არც სიტყვიერად და არც ქცევით.

2. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. როდესაც ბავშვს ვუბრაზდებით, ამით  ჩვენ თვითონვე ვაძლევთ უარყოფითი ქცევის მაგალითს. ყვირილითა და დარტყმით მას ვასწავლით, რომ გაბრაზებისას შესაძლებელია და ნორმალურია  ასე მოქცევა.

მეორე მხრივ, შესაძლებელია ბავშვი ცუდად ჩვენი ყურადღების მისაქცევად იქცევა. თუ გავუბრაზდებით, ამით მისი მიზანი შესრულდება, ისწავლის, რომ აგრესიული ქცევით ყოველთვის მიიქცევს მშობლების ყურადღებას.

3. გაარკვიეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი. აუხსენით, რატომ არის ცუდი დარტყმა. ზოგჯერ ბავშვები ურტყამენ სხვებს იმიტომ, რომ გაბრაზებულები ან იმედგაცრუებულები არიან. დაეხმარეთ ბავშვს, გაერკვეს თავის ემოციებში და შეძლოს მათი სახელდება. ასწავლეთ, რომ ნორმალურია თუ თავს გაბრაზებულად, სულელურად ან იმედგაცრუებულად გრძნობს, მაგრამ სხვისთვის დარტყმა არ არის მისაღები. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიაზროს თუ რა გავლენას ახდენს თავისი ქცევით სხვაზე. მაგალითად: "მე არ მომეწონა, რომ შენს მეგობარს დაარტყი. ვიცი, გაბრაზდი, ეს ნორმალურია, მაგრამ დარტყმა არ არის სწორი, თუ დაარტყამ, მას ეტკინება".

4. ასწავლეთ ბავშვს როგორ მოიქცეს, მიეცით თქვენი ქცევის მოდელი.  განიხილეთ მისთვის პრობლემური სიტუაციები. აუხსენით, თამაშისას უფრო ნაზად შეეხოს თანატოლებს, ისწავლოს რაიმეს თხოვნა :"გთხოვ, მომეცი სათამაშო". აუხსენით, რომ ყოველთვის შეუძლია ითხოვოს დახმარება, ამით გარკვეულწილად ავარიდებთ იმედგაცრუების გრძნობას. ასწავლეთ, რომ ნორმალურია, თუ უარს იტყვის იმ თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობაზე, რომლებიც აწუხებენ.

მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს საკუთარი სურვილების და ინტერესების დაცვა. ბავშვთან ერთად იფიქრეთ და ისაუბრეთ, რა შეიძლება გააკეთოთ დარტყმის ნაცვლად? ასწავლეთ ბავშვს  სიტყვიერად გამოხატოს ბრაზი, მოითხოვოს მისთვის სასურველი ან უარი თქვას იმაზე რაც არ მოსწონს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებს სიტუაციასთან გამკლავებას, აუცილებლად მიმართოს უფროსს დახმარებისათვის.

5.  როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, შეაქეთ დაუყოლებლივ. ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როდესაც სწორად მოიქცევა ან ექნება ამის მცდელობა. მაგალითად, თუ ბავშვი დარტყმის ნაცვლად, გამოიყენებს სიტყვებს: "გთხოვ, მომეცი მანქანა", შეაქეთ მაშინვე. გამოხატეთ აღტაცება: "ყოჩაღ, მომეწონა, მაგარია, რომ სიტყვები გამოიყენე და სთხოვე სათამაშო შენს მეგობარს".

            აღნიშნული 5 წესი დაგეხმარებათ ბავშვის ქცევის შეცვლაში. თუმცა, ზოგჯერ ბავშვის აგრესიული ქცევა გრძელდება და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი ჩაერთოს სწავლების პროცესში, შეთანხმდნენ წესებზე და გამოიყენონ ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვას, მით უფრო ეფექტური იქნება მიღებული შედეგი.

სტატიები ამავე თემიდან

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი
როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქ

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?
რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალ

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე
როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზო

მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები
მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ბავშვის მორცხვობაზე? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? რჩევები, თუ როგორ უნდ

ხშირად გავახაროთ ბავშვები
ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების გან

მხედველობის განვითარება ბავშვობაში
მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს
როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავე

დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომი

მზად არის პატარა გახდეს  სკოლის მოსწავლე?
მზად არის პატარა გახდეს სკოლის მოსწავლე?

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრა

ვიდეო თამაშები და ბავშვები
ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარება

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები
ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დ

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის
ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში
ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები
ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლო

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის
ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობე

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული
როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქ

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგო

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?
რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში
ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე
რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია სა

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი
მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება,

დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!
დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!

ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არა...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021