kids.ge logo

როდის-უნდა-დაიწყოს-დამატებითი-კვება

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

დამატებითი კვებაპირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე  მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, ხოლო 6 თვიდან ბავშვს ესაჭიროება ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი ნახევრადმყარი საკვების დამატება. გასათვალისწინებელია, რომ ადრე დაწყებული დამატებითი კვება ამცირებს რძის წარმოქმნას და ხშირ შემთხვევაში იწვევს მონელების პრობლემებს. დამატებითი კვების დაგვიანებული დაწყება ისევე საზიანოა, როგორც ნაადრევი, ვინაიდან შეიძლება ბავშვს საჭირო ნივთიერებები (მიკრონუტრიენტები) დააკლდეს, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება. იშვიათ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვების შედარებით ადრე დაწყება (4-5 თვე). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით თუ 4-5 თვის ბავშვის წონა ჩამორჩება ასაკს და იგი ავლენს ინტერესს დამატებითი საკვებისადმი, შესაძლებელია დაენიშნოს დამატებითი კვება.

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავშვის კვების რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ბავშვის რაციონის გამდიდრების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ცილა, რკინა, კალციუმი, თუთია და სხვ.) დეფიციტი, რაც ბავშვის ზრდის პროცესში ვლინდება, როდესაც ქალის რძის და ხელოვნური ნარევის შემადგენლობა ვეღარ აკმაყოფილებს მის გაზრდილ მოთხოვნილებას (6 თვე); შედარებით მკვრივი კონსისტენციის საკვების მიწოდება, რაც ხელს უწყობს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საღეჭი მუსკულატურის, ფერმენტული პროცესებისა და ნაწლავის მოტორიკის გააქტივება და სტიმულაცია.

თავდაპირველად  ბავშვის კვების რაციონში შეაქვთ ხილის წვენი და პიურე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხორცი, ორცხობილა და სხვ. 1 წლამდე ასაკში არ არის მიზანშეწონილი კვერცხის ცილის, ციტრუსების, კონსერვირებული თაფლის გამოყენება.

ყოველი ახალი საკვები ინიშნება თანდათან, მზარდი დოზით. არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების დანიშვნა. ყოველ ახალ საკვებს ბავშვს უნიშნავენ მას შემდეგ, რაც ის უკვე მიეჩვია პირველ დამატებით საკვებს;

საკვების მიცემა საჭიროა კოვზით და არა საწოვარით. სახლში საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ, ყველა ჰიგიენური წესის დაცვით.

კონსისტენციის მიხედვით საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ იწვევდეს ყლაპვის გაძნელებას. ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად, აწვდიან უფრო სქელ, მოგვიანებით კი მკვრივ საკვებს, რათა თანდათან შეაჩვიონ ღეჭვას.

სიცოცხლის პირველ წელს ყურადღება უნდა მიექცეს რკინით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა ხორცი, კვერცხის გული, თევზი, მუხუდო, შვრია, წიწიბურა, ვაშლი და სხვ. რკინით მდიდარი საკვების დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება სისხლნაკლებობა – ანემია, რაც ბავშვის ხშირი ავადმყოფობის მიზეზია. რკინის უკმარისობა აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021