kids.ge logo

საიტზე-ნახატის-ატვირთვის-წესები-და-პირობები

საიტზე ნახატის ატვირთვის წესები და პირობები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
kids.ge

kids.ge

საიტის ადმინისტრაცია

1. ნახატის ატვირთვა შეუძლია მხოლოდ საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.

2. ნახატი უნდა იყოს მითითებულ თემაზე შექმნილი. მაგალითად, თუ მითითებულია, რომ ნახატი უნდა იყოს კონკრეტული ლექსის, მოთხრობის თემაზე შექმნილი, მაშინ ეს ნახატი აუცილებლად ამ კონკრეტული ლექსის ან მოთხრობის თემაზე უნდა იყოს შექმნილი, სხვა შემთხვევაში, არ მოხდება ნახატის გამოქვეყნება და ის წაიშლება სერვერიდან.

3. ატვირთული სურათი უნდა იყოს კარგი ხარისხის. სასურველია ნახატი იყოს დასკენერებული ან კარგი განათების პირობებში გადაღებული. 

4. სურათი არ უნდა შეიცავდეს ნახატის გარეთ არეებს. გადაიღეთ ფოტო ისე, რომ ფოტოზე მხოლოდ სურათი გამოჩნდეს და უშუალოდ ნახატის ფორმატის გარშემო არ ჩანდეს მაგალითად მაგიდა, სადგამი და ა.შ. ან ფაილის ატვირთვამდე, წინასწარ მოაჭერით ფოტოზე კიდეები ისე, რომ ფაილზე მხოლოდ ნამუშევარი დარჩეს.

5. ნახატი უნდა იყოს თქვენი, თქვენი შვილის ან თქვენი ახლობლის დახატული. უნდა არსებობდეს ნახატის ორიგინალი.

6. ატვირთულ ფაილს არ უნდა ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციის ან სტუდიის ლოგო. ასეთ შემთხვევაში ის არ გამოქვეყნდება და წაიშლება სერვერიდან. ნახატზე დასაშვებია და სასურველიც არის რომ იყოს ავტორის ხელმოწერა ან უბრალოდ მიწერილი მისი სახელი და გვარი.

7. ფაილის ზომები არ უნდა იყოს 700px × 400px-ზე უფრო პატარა. მითითებულ ზომებზე პატარა ფაილი არ გამოქვეყნდება და წაიშლება სერვერიდან.

8. ფაილის ზომები არ უნდა იყოს 3000px × 3000px-ზე უფრო დიდი. მითითებულ ზომებზე დიდი ფაილი არ გამოქვეყნდება და წაიშლება სერვერიდან.

9. ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3mb-ს (3 მეგაბაიტს).

10. ფაილის გაფართოვება უნდა იყოს *.jpg ან *.jpeg

11. ატვირთული ნახატები გამოქვეყნდება საიტის ადმინისტრაციის მხრიდან მათი შემოწმების შემდეგ. 

12. საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, არ გამოაქვეყნოს ატვირთული ფაილი (წაშალოს), ამის მიზეზების ახსნის გარეშე.

13. საიტის ადმინისტრაცია (შპს „ქიდს.ჯი“) იტოვებს უფლებას თქვენს მიერ ატვირთული ნახატის ან მისი ფრაგმენტის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლებას.

14. საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნახატის ატვირთვის პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები.

სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021