kids.ge logo

სიგმატიზმი

სიგმატიზმი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

ლოგოპედიაში განასხვავებენ
ბგერათწარმოთქმის დარღვევის სამ სახეს:

1) სრული უბგერობა - როდესაც საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას ან ბგერათა     ჯგუფს;

2) ბგერათა არასწორი წარმოთქმა სიტყვათა ნაკადში ანუ თანმიმდევრულ  მეტყველებაში. თუმცა იზოლირებულად ან მარტივ სიტყვებში ახერხებს ეს ბგერები წარმოთქვას სწორად;

3) ბგერათა არასაკმარისი  დიფერენცირება - ორი მსგავსი ჟღერადობის  ან არტიკულაციის აღრევა, მიუხედავად იმისა, რომ  შეუძლიათ იზოლირებულად ორივე ბგერის წარმოთქმა.

სისინა (ს, ზ, ც, ძ, წ)  და შიშინა  (შ, ჯ, ჩ, ჟ, ჭ) ბგერების წარმოთქმის ნაკლოვანება ანუ სიგმატიზმი ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. დარღვევის მიხედვით განასხვავებენ სიგმატიზმის რამდენიმე სახეს:

  1. კბილთაშუა სიგმატიზმი;
  2. ბაგე–კბილისმიერი სიგმატიზმი;
  3. გვერდითი სიგმატიზმი;
  4. ცხვირისმიერი სიგმატიზმი;
  5. სისინა და შიშინა სიგმატიზმი

ამ დარღვევის დროსაც არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც სწორ წარმოთქმას ვიღებთ მხოლოდ მიბაძვით-ყოველგვარი ლოგოპედიური ხერხების გამოყენების გარეშე. ამისათვის, ჯერ გაარკვიეთ ახერხებს თუ არა ბავშვი ამ ბგერების სმენით ზუსტ აღქმას - თუ ახერხებს, მაშინ ბავშვს უჩვენეთ, სარკის წინ, მართებული არტიკულაცია (რა თქმა უნდა ყველა ბგერის ერთდროულად არა).

სამეტყველო ორგანოები ამ ბგერების წარმოთქმისათვის შემდეგნაირად ეწყობიან: ქვედა ყბა -ოდნავაა დაწეული კბილებს შორის მანძილი 1მმ-ია. ტუჩები ღიმილშია. ენის წვერი ებჯინება ქვედა კბილებს, გვერდები საღეჭ კბილებს. ს,ზ - ბგერების წარმოთქმისათვის ენის შუაში კეთდება ვიწრო ღარი... ც, წ, ძ - ბგერებისათვის კი ენის ზურგი ოდნავ აიწევს ზევით, აიზნიქება,მიებჯინება ალვეონებს და სკდომის შედეგად ისევ დაბლა ეშვება....

თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი სამეტყველო ორგანოების ზუსტ, დიფერენცირებულ მოქმედებას ვერ ახერხებს, მაშინ ეს მდგომარეობა მოითხოვს საგანგებო საარტიკულაციო ვარჯიშების ჩატარებას, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული ბგერების დაყენება - კორექცია. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული საკორექციო საქმიანობისათვის სასურველია მიმართოთ სპეციალისტს... ასევე კარგად უნდა დამუშავდეს ფონემატური სმენა, რათა ბავშვმა ადვილად შეძლოს ზუსტი და უზუსტო ბგერების სმენით განსხვავება... სისინა და შიშინა ბგერების სწორი წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობას, სწორი არტიკულაციური მოწყობიდან მცირედი გადახრაც კი იწვევს ამ ბგერების არასწორ, უსუფთაო წარმოთქმას! თითოეული ბგერის დაყენება – კორექციის შემდეგ ვახდენთ მათ ჩამაგრებას დაახლოებით შემდეგი მოდელით (ავიღოთ ს - ბგერის მაგალითზე):

  1. გაბმული სისინით სსსსსსსსსსს;
  2. ს ერთმარცვლიან და ორმარცვლიან ბგერათკომპლექსებში;
  3. ს – თანხმოვან კლომპლექსებში;
  4. ჩამაგრება – გავარჯიშება სიტყვებში, წინადადებებში;
  5. ენის გასატეხები და სავარჯიშო ფრაზები.

აქვე ავღნიშნოთ, რომ კბილთაშუა დამახინჯების გამოსწორება უფრო ადვილად ხდება, ხოლო მისი მეტყველებაში ჩამაგრება კი უფრო ხანგძლივი პროცესია

პ.ს. იგივე ხერხი გამოიყენება დანარჩენი სისინა და მცირედი განსხვავებით, შიშინა ბგერების მისაღებად... მათი კორექცია – ჩამგრებისათვის საჭიროა გარკვეული თანმიმდევრობის დაცვაც. როგორც ხედავთ საკმაოდ შრომატევადი და კვალიფიციური სამუშაოა ჩასატარებელი. ჩემი რჩევა იქნება ეს საქმე მიანდოთ სპეციალისტს!

გავაკეთე ჩანაწერი, რათა მოგასმენინოთ როგორ ისმინება ბგერათწარმოთქმის დარღვევა, (მუშაობა ძალიან ახალი დაწყებულია, მიღებულია მხოლოდ „ს“ ბგერა და ისიც ნაწილობრივ) და როგორც ატყობთ საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა ჩასატარებელი...

სტატიები ამავე თემიდან

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა
ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარ

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის
როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული

წერითი მეტყველება
წერითი მეტყველება

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთა

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება
სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.
მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

ენის  ბორძიკი (ლოგონევროზი)
ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)

ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენა ბორძიკის მქონეს დარღვეული აქვს მწყო

გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“
გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“

მოძებნეთ დრო,ძალები და საშუალებები საკუთარ თავში და გადააქციეთ საბავშვო ბაღიასკენ მიმავალი გზა შემეც

ფონემატური სმენა
ფონემატური სმენა

ფონემატური სმენა მნიშვნელოვანია სამეტყველო განვითარებისათვის, თუ გსურთ პატარამ ადვილად ისწავლოს და წ

სამეტყველო სუნთქვის განვითარება
სამეტყველო სუნთქვის განვითარება

კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუთქვა სწორი და ლამაზი თანმიმდევრული მეტყველების განვითარების წინა

დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული
დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული

პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან- როგორ გავხადოთ ეს დრო სასია

განვითარების სფერო-მეტყველება
განვითარების სფერო-მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს, ადამინის უნარს-ერ

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!
ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!

აზროვნება და მეტყველება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი ურთიერთკავშირი ურთიერთგანვითარების აუცი

სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021