kids.ge logo

ძუძუთი-კვება-და-ბავშვის-გონებრივი-განვითარება

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები მაკგილის (McGill) უნივერსიტეტიდან.

მეცნიერებმა მაიკლ კრამერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ თემაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “ზოგადი პედიატრიის არქივები”. როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრიისა და პერინატალური განვითარების კათედრის პროფესორი, ბ-ნი ჯინ გოლდინგი აცხადებს, კანადელი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები წარმოადგენს ყველაზე სარწმუნო დამამტკიცებელ საბუთს ინტელექტსა და ძუძუთი კვებას შორის არსებული დადებითი კავშირის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 14 000 ბავშვი. მათზე დაკვირვება 6 წლის ასაკამდე მიმდინარეობდა. მათ, ვინც დედის რძით იკვებებოდნენ, უკეთესი შედეგები აჩვენეს 6.5 წლის ასაკში, კერძოდ, ასეთი ბავშვები უკეთ სწავლობდნენ, უსწრებდნენ რა გონებრივი განვითარების ხარისხით თავიანთ თანატოლებს. მასწავლებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედის რძით გამოკვებილი ბავშვები უკეთესად კითხულობდნენ და წერდნენ.

ამ თემაზე ადრე ჩატარებულ კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდა ზოგიერთი მეცნიერი. თუმცა, ახალი კვლევის შედეგად პირველად დამტკიცდა, რომ გონებრივი განვითარების სხვადასხვაობა დაკავშირებულია კვების ტიპთან და არა იმასთან, თუ რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება ესა თუ ის ბავშვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია მხოლოდ (ექსკლუზიური) ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებითი კვება ძუძუთი კვებასთან ერთად.

დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა და აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.

ბავშვის კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე, ისე გარემოსადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის (იმუნიტეტის) ფორმირებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი მცირე ასაკის ბავშვებში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, სხვადასხვა ქსოვილისა და სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფა, ინტელექტის განვითარება.

სტატიები ამავე თემიდან

ძუძუთი კვების უკუჩვენებები
ძუძუთი კვების უკუჩვენებები

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება
ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომე

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ
10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

გაიგეთ მეტი ძუძუთი კვების უპირატესობების შესახებ. გაიგეთ თუ რა სარგებელი მოაქვს მას როგორც პატარისთვ

არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე
არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე

რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასწორი კვების რეჟიმმა, რამდენად მოქმედებს უმოძრაობა ბავშვის ჯანმ

ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ
ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბ

მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში
მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

გაიგეთ რა ზიანი მოაქვს ჭარბი მარილის მოხმარებას პატარებში. გაიგეთ რა არის ბავშვთა ასაკში მარილის რეკ

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება
როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავ

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე
როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზო

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვები?
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვები?

რა ხერხებს შეიძლეა მივმართოთ, რომ ჩვენს პატარებს სასარგებლო საკვები შევაყვაროთ? საინტერესო და სასარგ

ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება
ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება

რა მნიშვენელობა აქვს ძუძუთი კვებას და როდის არის საჭირო დამატებითი კვების დაწყება. როგორ უნდა მოხდეს

რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ
რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

გაიგეთ სიმართლე საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთი მითის შესახებ, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.

სოფოს ბლოგი - წერილი უკრაინელ დედებს - Лист Українським матерям
სოფოს ბლოგი - წერილი უკრაინელ დედებს - Лист Українським матерям

ომს გამართლება არ აქვს. ის, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე ახლა პრიორიტეტია. ისეთი ძლიერები უნდა იყოთ როგორც არასდროს, ისეთი გა...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021