kids.ge logo

ძუძუთი-კვების-უკუჩვენებები

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

ძუძუთი კვების აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს:

ა) ბავშვის მხრივ: მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე, საკმაოდ იშვიათი დაავადებები, ფერმენტოპათიები: ფენილკეტონურია, გალაქტოზემია, ლეიცინურია.

ბ) დედის მხრივ:   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის უკანასკნელი მონაცემებით აივ-პოზიტიური დედის ახალშობილის დაინფიცირების რისკი ძუძუთი კვების შემთხვევაში შეადგენს 15%-ს. მნიშვნელოვანია, რომ დედებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ბავშვის კვებასთან დაკავშირებით და მათ უნდა გაეწიოთ სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში. იმ დედებს, რომელთაც იციან მათი შიდსით დაავადების შესახებ, უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ძუძუთი კვების სარგებლიანობის და შიდსის გადაცემის რისკის თაობაზე ძუძუთი კვების არჩევის შემთხვევაში. კონსულტირების დროს დედები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბავშვის კვების სხვადასხვა მეთოდების შესახებ (კომერციული ან სახლის პირობებში დამზადებული ხელოვნური საკვები; ძუძუთი კვება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, კერძოდ ექსკლუზიური ძუძუთი კვება; თერმულად დამუშავებული გამოწველილი რძე და დონორის რძე). ყველა აღნიშნულ შემთხვევაში უნდა მიეთითოს ადეკვატური დამატებითი საკვების დროული დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე. შიდსით დაავადებული ჩვილი ბავშვები არ უნდა იკვებებოდნენ ძუძუთი, თუ ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ადეკვატური ხელოვნური საკვები. თუ იგი არ არის ხელისაწვდომი, ყველაზე უსაფრთხო ალტერნატიულ მეთოდად ითვლება ექსკლუზიური ძუძუთი კვება 6 თვის ასაკამდე და 6 თვიდან ბავშვის კვებითი მოთხოვნილების უზრუნველყოფა დამატებითი საკვებით.

გ) ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსით (I დაII ტიპი) ინფიცირება.

ძუძუთი კვების დროებითი უკუჩვენებებია:

ა) ზოგიერთი ვირუსული ინფექცია (ჰერპესი, ჩუტყვავილა) შეიძლება გადაეცეს ბავშვს და გამოიწვიოს მძიმე დაავადება. თუ დედას აღენიშნება დვრილების ჰერპესული დაზიანება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ვიდრე გამონაყარი არ ალაგდება. კვება შეიძლება გაგრძელდეს მეორე დაუზიანებელი ძუძუთი. ჩუტყვავილას დროს დედა იზოლირებული უნდა იყოს იმ პერიოდში, როდესაც დაავადება გადამდებია (ქერქების გაჩენამდე), ხოლო კვება უნდა გაგრძელდეს გამოწველილი რძით.

ბ) ტუბერკულოზის ღია ფორმა – ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, ვიდრე დედას არ ჩაუტარდება  მკურნალობის სრული კურსი და ის აღარ იქნება გადამდები. ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს იმუნიზაცია და პროფილაქტიკური მკურნალობა. უნდა მოხდეს დედის და ბავშვის ერთმანეთისგან იზოლირება და ბავშვი შეიძლება იკვებოს გამოწველილი რძით, რადგან ინფექცია რძით არ გადაეცემა.

გ) ანტიმეტაბოლიტური და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით (ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, დოქსორუბიცინი, მეთოტრექსატი და სხვ.) მკურნალობისას. აგრეთვე, ზოგიერთი სახის მედიკამენტების (ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ციპროფლოქსაცინი, ინდომეტაცინი, ლითიუმი, სულფასი, პირველი თაობის ანტიდეპრესანტები და სხვ.) მიღების პერიოდში მეძუძურმა დედებმა უნდა შეწყვიტონ ჩვილის ძუძუთი კვება.

დ) დიაგნოსტიკური და თერაპიული დანიშნულებით რადიოაქტიური იზოტოპების მიღების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ე) სარძევე ჯირკვლების აბსცესის დროს, ქირურგიული ჩარევის და ჩირქის დრენირების შემდეგ შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება.

სიტუაციები, რომლებიც შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ძუძუთი კვების წინააღმდეგჩვენებად:

ა) დედის ინფიცირება B ან C ჰეპატიტით და ციტომეგალოვირუსული ინფექცია არ ითვლება ძუძუთი კვების უკუჩვენებად. იშვიათ შემთხვევაში, HbsAg ანტიგენი აღმოჩენილია ქალის რძეში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ძუძუთი კვების დროს იზრდება დედიდან ბავშვზე დაავადების გადაცემის რისკი. ძუძუთი კვებით ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი უმნიშვნელოა მშობიარობის პროცესში დედის სისხლით და სამშობიარო წყლებით დაინფიცირების რისკთან შედარებით. ამგვარად, ძუძუთი კვება არ არის წინააღმდეგჩვენება იმ დედების ახალშობილებისთვის, რომლებიც HbsAg პოზიტიური, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული (C ვირუსის – RNA პოზიტიური ან C ვირუსის ანტისხეულების მქონე), ან ციტომეგალოვირუსის მტარებლები არიან. HCV და HbsAg პოზიტიურმა დედებმა თავი უნდა შეიკავონ ძუძუთი კვებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ დაზიანებული ან სისხლმდენი დვრილები.

ბ) ალერგიისა და გასტროეზოფაგული რეფლუქსის მქონე ბავშვთა დიდი უმეტესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ ხელოვნურ საკვებს (ჰიპოალერგიული/ანტირეფლუქს ფორმულა) და უნდა გაგრძელდეს ძუძუთი კვება.

გ) მასტიტი არ წარმოადგენს ძუძუთი კვების უკუჩვენებას, პირიქით, ძუძუთი კვების გაგრძელება და სიხშირე შედის მასტიტის მკურნალობის რეკომენდაციაში. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვი, რომელიც წოვს მასტიტიანი ძუძუდან, შეიძლება დაინფიცირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, დედის კონსულტირების დროს აუცილებელია მას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ძუძუთი კვების უპირატესობისა და არსებული პრობლემების შესახებ.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021