kids.ge logo

წარმოსახვითი-მეგობარი-ანუ-კარლსონის-სინდრომი

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი

წარმოსახვითი მეგობარიუმცროს სასკოლო ასაკში ფანტაზია და წარმოსახვა ისევე, როგორც სხვა ფსიქიკური პროცესები, განიცდის  ცვლილებებს. ფანტაზია ამ ასაკში აღწევს განვითარების ისეთ მაღალ დონეს, რომ ბავშვმა შეიძლება „იცხოვროს“ მის მიერ გამოგონილ სამყაროში და ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი.

სრულიად მოსალოდნელია ერთ დღეს თქვენმა პატარამ გამოგიცხადოთ, რომ ახალი მეგობარი ჰყავს. მას აქვს სახელი, ბიოგრაფია, უმეტეს შემთხვევაში იმავე სქესია, რაც ბავშვი. ცხოვრობს საწოლის ქვეშ, კარადაში ან თუნდაც სახურავზე (სწორედ კარლსონის პერსონაჟიდან მოდის ამ სინდრომის სახელი). ამ დროს, მშობლის პირველი რეაქცია შიში და შფოთვაა, ძიება კარგი ფსიქოლოგის და ფიქრი იმაზე, რომ ბავშვს ყველაფერი წესრიგში ვერ აქვს. თუმცა, სიტუაცია, ასეთი საგანგაშოც არაა...

წარმოსახვითი მეგობრის არსებობამ საკმაოდ დიდი ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოს ბავშვზე. ყველაზე ხშირად მისი არსებობა გამოწვეულია სოციალური კონტაქტების ნაკლებობით, ბავშვები გრძნობენ თავს მარტოსულად, არ ჰყოფნით უფროსების მხრიდან მზრუნველობა, სითბო, ურთიერთობა, უჭირთ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა არსებობს შედარებით პოზიტიური ვარაუდებიც.

ამერიკელი ფსიქოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ  წარმოსახვითი მეგობრის არსებობა ბუნებრივია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოსახვითი მეგობარი, სავარაუდოდ, ცხრიდან ერთ ბავშვს ჰყავდა, 90-იან წლებში – სამიდან ერთს, დღეს კი ბავშვების ორ მესამედს მაინც, წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ  წარმოსახვითი მეგობარი შესაძლოა  ბავშვებს ერთგვარი „საცდელი მეა“ – ისინი აკვირდებიან, როგორი რეაქცია ექნებათ გარშემომყოფებს ამა თუ იმ საქციელზე, პატარა მას  “აკეთებინებს”  ყველაფერს, რისი ჩადენაც თავადაც უნდა, თუმცა ვერ ბედავს. ამერიკელი მეცნიერების აზრით, „საცდელი მე“-ს შექმნის მცდელობა არტისტულობის ნიშანია და იგი მრავალფეროვან, ცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებს.

 

წარმოსახვითი მეგობრების ტიპები

კომპანიონი - ის შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი, ან რაიმე მაგიური, ჯადოსნური არსება რომელიმე მულტფილმიდან (ფერია, ელფი, გნომი...). არის შემთხვევები, როდესაც წარმოსახვითი მეგობარი საპირისპირო სქესისაა და მას „თაყვანისმცემლის“ როლი აქვს. ასევე შესაძლებელია,  წარმოსახვითმა მეგობარმა  ნამდვილი „ყაჩაღის“ როლი მოირგოს, რომელიც ბევრ მავნე საქციელს ჩადის. ასეთი ქცევები ბავშვების სურვილებზე მიგვანიშნებს, რომლის რეალიზებასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ბედავს.

მსხვერპლი - წარმოსახვითი მეგობარი სუსტია, ბავშვი მას აგრესიულად ეპყრობა, ჩაგრავს, უყვირის, ურტყამს, მიმართავს ისე, როგორც მშობლებისგანაა მიჩვეული. ეს დამოკიდებულება მიუთითებს ბავშვის დათრგუნულობასა  და ზოგადად, ნეგატიურ ემოციებზე, რომელსაც წარმოსახვითი მეგობრის მიმართ ავლენს.

მცველი- როგორც წესი წარმოსახვითი მეგობარი, რომელსაც ეს როლი აქვს მორგებული ასაკით ბავშვზე დიდია და ძლიერი. მას აქვს მზრუნველის, დამცველის როლი. იგი ბავშვისთვის უფროსი და დიდი მეგობარია. ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ბავშვს აქვს მსგავსი დამოკიდებულების დეფიციტი, ის თავს გრძნობს დაუცველად, უფროსი მეგობარი კი მისი დასაყრდენი ხდება.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბავშვი თქვენგან წარმოსახვით მეგობარს მალავს, ე.ი. სათანადოდ არ გენდობათ.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021