kids.ge logo

წერითი-მეტყველება

წერითი მეტყველება

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

„მასწავლებელი პირველია, ვინც აღმოაჩენს, რომ მის მოსწავლეს დისლექსია აქვს.“ - ყურადღებიანი და გათვითცნობიერებული დედისათვის პირველი მასწავლებელი არ უნდა იყოს ის, ვინც მისი შვილის ამ ნაკლს აღმოაჩენს! ეს პრობლემები ხომ მის შვილს დამატებით სტრესს უქმნის პირველ კლასში...

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით.


დისლექსია - კითხვის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების ამოცნობის გართულებაში.

დისგრაფია - წერის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების დამახინჯებაში, გადაადგილებასა და გამოტოვებაში...

კითხვისა და წერის საფუძველს წარმოადგენს რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობს - მხედველობითი, სმენითი,მეტყველების უმაღლესი ქერქული ანალიზატორები და უშუალოდ სამეტყველო აპარატი. კითხვის პროცესი იწყება მხედველობითი აღქმიდან, ბგერის გამოცნობისა და განსხვავებისაგან. შემდეგ ხდება ბგერის და ასოს შერწყმა და სიტყვის ბგერითი წაკითხვა,რაც სრულდება წაკითხულის გაგებით. აქედან გამომდინარე, წერა-კითხვის პროცესში გამოიყოფა 2 მხარე:

ტექნიკური - სიტყვის მხედველობითი აღქმა, შერწყმა მის წარმოთქმასთან და

აზრობრივი - რომელიც წერა-კითხვის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

მთავარ მოთხოვნას წერა-კითხვის ათვისებაში წარმოადგენს ზეპირი მეტყველების ფორმირება, მისი ფონეტიკურ-ფონემატური მხარის ჩამოყალიბება, ლექსიკო-გრამატიკული ანალიზი და სინთეზი, მხედველობითი სინთეზი და ა.შ.... გამომწვევი მიზეზების მიხედვით გამოყოფენ დისლექსიის სხვადასხვა ფორმებს. ასეთი დარღვევების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში გარკვეული სირთულეები. დისგრაფიაც და დისლექსიაც, მათი სახეები და გამოსწორების გზები კარგადაა ცნობილი მეტყველების თერაპევტებისათვის (ლოგოპედებისათვის) ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივ, კორექციულ ლოგოპედიურ ზემოქმედებას, რომელიც მიმართულია წერა-კითხვის გამოსწორებისაკენ, კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ლოგოპედიური სამუშაოების შედეგად დისლექსიის დინამიკა რეგრესირებადია, თანდათან კლებულობს შეცდომების რიცხვი და ვიღებთ სასურველ შედეგს. წერა-კითხვის დარღვევების პროფილაკტიკა იწყება სკოლამდელი ასაკიდან. განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს სამეტყველო ნაკლისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს, ასეთ შემთხვევაში ლოგოპედისადმი დროული მიმართვა აგაცილებთ მრავალ პრობლემას სკოლაში, თქვენ შვილს, თქვენ და მათ პირველ მასწავლებელს რომლსაც ამ ყველაფრის მიუხედავადაც რთული და შრომატევადი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021