kids.ge logo

როგორ-დავეხმაროთ-ბავშვს-გახდეს-თავდაჯერებული

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

თავდაჯერებულობავინ ვარ მე? როგორი ვარ?  ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. საკუთარი თავის პოზიტიური და რეალისტური აღქმა თავდაჯერებულობის  მანიშნებელია. თავდაჯერებულობა კი წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. ალბათ ყველა მშობელს სურს ბედნიერი და წარმატებული შვილების ყოლა. რატომ არის მნიშვნელოვანი ამისათვის ჯანსაღი თვითშეფასება?

თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. მოზრდილ ადამიანს  უკვე გააჩნია საკუთარ თავზე გარკვეული შეხედულებათა სისტემა. თვითშეფასება ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, ზრდასრულ ასაკში ამას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.

ბავშვებს საკუთარ თავზე წარმოდგენა უყალიბდებათ ურთიერთობის პროცესში. ისინი დაბადებიდან იწყებენ სამყაროს გამოკვლევას, საკუთარი ძალების გამოცდას, ზოგჯერ აღწევენ მიზანს, ზოგჯერ კი ვერა. მშობლების როლი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი არიან ბავშვის ქცევის პირველი შემფასებლები.

ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ბავშვი აცნობიერებს რა გამოსდის კარგად და რა არა. თავს კომფორტულად გრძნობს, ოპტიმისტია, ახერხებს კონფლიქტების მოგვარებას და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. განსხვავებით დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვისა, ის არ ფიქრობს რომ სულელია და არაფერი გამოუვა. მას შეუძლია სიახლეებისა და გამოწვევების მიღება.

საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ბავშვს პასიურს ხდის, ზრდის შფოთვისა და იმედგაცრუების ხარისხს, ზოგჯერ დეპრესიასაც კი იწვევს. შესაძლებელია ბავშვის ქცევითი სირთულეები დაბალი თვითშეფასებითაც იყოს გამოწვეული.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

დაეხმარეთ, მაგრამ არ გააკეთოთ მის ნაცვლად

თავდაჯერებულობის მოპოვებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს  დავალების შესრულება, გადაჭრას პრობლემა, თუნდაც, არც ისე მისაღები გზით. ზოგჯერ მშობლები ბავშვის ნაცვლად აგვარებენ პრობლემას. ეს კი მას  უფროსზე დამოკიდებულს ხდის. უმჯობესია, მშობლები შვილს დაეხმარონ გადაწყვეტილების მიღებაში, შესთავაზონ  ქცევის სხვადასხვა ვარიანტები, დაანახონ ამ ქცევის შესაძლო შედეგები, საბოლოო გადაწყეტილება კი ბავშვს მიანდონ.

ხშირად შეაქეთ ბავშვი

ბავშვები საკუთარ თავს აფასებენ მშობლების რეაქციების მიხედვით. წაახალისეთ, როდესაც რაიმეს კარგად შეასრულებს. შეაქეთ ბავშვი  გაკეთების მცდელობისათვის და არა მიღწეული შედეგისათვის. ასწავლეთ, რომ ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება, ზოგჯერ საჭიროა რამოდენიმე მცდელობა სასურველი შედეგის მისაღებად.

შეაფასეთ ბავშვის ქცევა და არა თვითონ ბავშვი

უმჯობესია თავი აარიდოთ გამოთქმებს:“ცუდი ბიჭი ხარ, კარგი გოგო ხარ“. ბავშვმა ყოველთვის  უნდა იცოდეს რომ ის კარგია, მიღებულია, გიყვართ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა მისი კონკრეტული ქცევა.  შესაძლებელია შეაფასოთ ბავშვის საქციელი:“რა ყოჩაღი ხარ, მომეწონა, რომ დავალება ბოლომდე დაწერე“  ან  „დავინახე, რომ შენს მეგობარს დაარტყი, ეს საქციელი არასწორია, არ მომწონს“.

თავადგახდით ბავშვისათვის მაგალითი

ბავშვისათვის სწავლების ეფექტური გზა მშობლის ქცევის მოდელირებაა. ამიტომ, პირველ რიგში თავად უნდა გრძნობდეთ თავდაჯერებულობას. შეგიძლიათ, სიტყვიერად შეაქოთ თქვენი თავი, ბავშვის თანდასწრებით აღნიშნოთ, რომ დღეს რაღაც კარგად გამოგივიდათ, განიხილოთ, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში და ა.შ.

წარუმატებლობასთან გამკლავებაასწავლეთ ბავშვებს რა გააკეთონ წარუმატებლობის შეთხვევაში

თქვენი შვილის ცხოვრებაშიც იქნება წარუმატებლობა, კრიტიკა თუ ტკივილი. დაეხმარეთ, გააცნობიეროს, რომ წარუმატებლობა ნორმალურია. თავი აარიდეთ ასეთ ფრაზებს: „ასე თუ გააგრძელებ, თუ არ ისწავლი უკეთესად, ვერაფერს მიაღწევ, ყველა შენ გაჯობებს“.  ყვირილისა და ჩხუბის ნაცვლად წაახალისეთ კიდევ სცადოს, ასწავლეთ, რა გააკეთოს მიზნის მისაღწევად. ნაცვლად ფრაზებისა: „არაფერია, გამხიარულდი, არც ისე ცუდად გრძნობ თავს“, აგრძნობინეთ, რომ მისი ემოციები თქვენთვის მნიშვნლოვანია, გესმით და მზად ხართ მხარდაჭერისათვის.

დაუსახეთ ბავშვს რეალისტური მიზნები

ყოველთვის შესთავაზეთ ბავშვს ასაკის შესაბამისი გამოწვევები, თამაშები, დავალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მასში იმედგაცრუების, არასრულფასოვნების განცდას, ჩათვლის რომ წარუმატებელია.

რუტინა

წინასწარ გააცანით ბავშვს დღის, კვირის გეგმა. მოვლენების წინასწარ ცოდნა მას აგრძნობინებს რომ მისი გარემო უსაფრთხო და მშვიდია.

მიეცით თამაშის შესაძლებლობა

თამაშის საშუალებით ბავშვები იგებენ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრას, ემოციების გამოხატვასა და მათ მართვას. უვითარდებათ სოციალური უნარები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისათვის მნიშვნელოვანია თავდაჯერებულად გრძნობდეს თავს თანატოლებთან და უფროსებთან.  წაახალისეთ ხშირად ითამაშოს ბავშვებთან, ასწავლეთ რიგის დაცვა, ნივთების გაზიარება.

დააკისრეთ ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები

სახლის გარემოში ბავშვებს მიეცით ასაკის შესაბამისი დავალება, მაგალითად, სათამაშოების ალაგება, საწოლის გასწორება და ა.შ. ამით დაეხმარებით ბავშვს თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს, გააცნობიეროს, რომ შეუძლია საქმის კარგად გაკეთება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არ გააკრიტიკოთ და შეასწოროთ ბავშვის შესრულებული დავალება.

დაეხმარეთ ბავშვებს ასწავლეთ სიახლეების მიღება  წარუმატებლობის შიშის გარეშე

წაახალისეთ ბავშვის ინტერესები. ხშირად ატარეთ გასართობ თუ შემეცნებით ცენტრებში.  ასე ბავშვს საშუალება ექნება მისთვის ახალ სიტუაციაში გამოსცადოს თავი, მიიღოს გამოცდილება და დარწმუნდეს, რომ შეუძლია ამ სიტუაციის მართვა. წინასწარ აუხსენით სად მიდიხართ, რა შეიძლება იქ გააკეთოს და როგორ მოიქცეს. ნაცვალად მსგავსი ფრაზებისა:“არ გამოგივა მაინც, დაანებე თავი, არაფერი დაგემართოს“ , ყოველთვის წაახალისეთ მისი მცდელობა და დაეხმარეთ. 

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021