kids.ge logo

როგორ-შევარჩიოთ-სათამაშოები-ჩვენი-პატარა-საოცრებისათვის

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი

   

 

   თქვენი პატარა საოცრება სულ ახლახანს დაიბადა? მხოლოდ ჭამა, ძილი, სეირნობა და საფენების გამოცვლა სჭირდება??? არაფერიც, ის სწორედ ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, აზრზე მოსვლას, განვითარებას--- ამ ასაკის ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული ცოდნაა საჭირო, რადგან ჩემს პრაქტიკაში მინახავს დედიკო- მამიკოები- საკუთარი "დიდი" პატარების სათამაშოებით სავსე კარადით და გაოცებული შეკითხვით-- იცი,არ აინტერესებს?! აინტერესებს-აინტერესებს, მხოლოდ მისი ასაკის და განვითარების შესაბამისი სათამაშოები და არა მთელი ფერადი მაღაზია. მაშ ასე- როდის რა ვიყიდოთ?
2 თვის
სულ პატარაა, მაგრამ უკვე გამოიკვეთა მცირე ნიშნები გარემო ინტერესისა უკვე შეიძლება გავხსნათ საჩუქარად მოტანილი ან შევიძონოთ ახალი, ხმოვანი კარუსელი , საბავშვო ეტლზე დასამაგრებელი ჩხაკუნები ,ეს სათამაშოები ეხმარება პატარას ისწავლოს საგანზე კონცენტრირება;


3 თვის
უუუფ, უკვე ვსწავლობთ ტაცებას, ჩაბღუჯვას იმისას რაც მოგვწონს ,ამისათვის კი უნდა დავინტერესდეთ და გვქონდეს შესაბამისი ზომის, ფორმის ჩხაკუნა, სილიკონის წრე,ან ნებისმიერი სხვა სათამაშო, რომელიც შეეძლება ხელში აიღოს. იზრუნეთ იმაზე რომ ამ სათამაშოებს ჰქონდეს სხვადასხვანაირი ხელის მოსაკიდი მაგ: წრე, ჯოხი,მართკუთხედი და ა.შ. ასევე ფაქტურათა და შეგრძნებებით იყოს სხვადასხვა, პრიალა, ბუსუსიანი, ასევე კარგია ამ ასაკისათვის ნაჭრის სათამაშოები.


4 თვე
უკვე ვიცით ან ახლა ვინმტკიცებთ გადაბრუნებას მუცლიდან ზურგზე და პირიქით..რომ მოსწონდეს მუცელზე წოლა უნდა დავაინტერესოთ რაიმე ბრჭყვეიალა საგნით- პატარა ფერადი ბურთები, ჩხაკუნები, ხმიანი სათამაშოები ძალიან გამოგვადგება.
ამ ასაკისათვის უკვე უნდა მივაჩვიოთ პატარა, რომ შეხება შეიძლება იძლეოდეს სხვადასხვა შეგრძნებას...ამიტომ მიეცით ფერადი თოჯინები, ატლასის, ხის, ნაქსოვი შალის, ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ საბავშვო წინდები, რომლებზეც არის ხოლმე მიმაგრებული სხვადასხვა სათამაშო, მიეცით ეს წინდები ხელში- ათვალიეროს, შეიგრძნოს.... ასევე კარგია სათამაშო ბრასლეტიკების შეძენა, როემლსაც ცოტა ხნით გაუკეთებთ ,ამ დროს შეგრძნებით გააკეთებს ფიქსირებას ამ ნივთზე და ეცდება ერთი ხელით მეორეს მიწვდეს.


5 თვე
მაშ ასე, ის ცხოველებიანი წინდები ეხლა უკვე ფეხზე წამოვაცვათ, ეცადოს პატარა ხშირად მიწვდეს საკუთარ ფეხოებს :) ამ ასაკში გამოგვადგება, ხის, პლასმასის,ან ნაჭრის კუბიკები- ეს ნივთები დაგვეხმარება უკვე საკმაოდ გავიმყაროთ ტაცების რეფლექსი. აი სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ბურთები კი ნატიფ მოტორიკას გაგვივარჯიშებს...კბილების რგოლებიც ძალიან აქტუალურია ამ ასკისათვის--- დაეხმარეთ ნივთის ერთი ხელიდან მეორეში გადატანაში .

6 თვე
აი, ასე, უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მუსიკალური ინსტრუმენტებით თამაში,შეიძლინეთ საყვირები, ზარები- ეს სათამაშოები დაეხმარება მას სმენითი კონცენტრაციის გამომუშავებაში, ასევე სტიმულიებას გაუწევს ხოხვაში, პატარა ეცდება მიხოხდეს და მიწვდეს ნივთს, რომელიც მისთვის ესოდენ საინტერესო ხმას გამოსცემს. ამ ასაკის ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდომას იწყებს- ამიტომ აბაზანა ჰიგიენურ საშუალებასთან ერთად მისი შემეცნებით- სათამაშო გასართობი ხდება ,ამიტომ შეიძინეთ აბაზანის სათამაშოები, ფერადები, სხვადასხვა ფორმითა და ხმით.
შეიძინეთ ფოლგიანი სარკის მსგავსი სათამაშოები--- ჰეჰე... ის უკვე გაოცებული იწყებს საკუთარი ანარეკლის თვალიერებას და ნელ-ნელა საკუთარი ანარეკლის ცნობას, საყვარელი 


6 თვიდან წლამდე
აი აქ კი უფრო "დიდურ" , მრვალფუნქციურ, სათამაშოებზე გადავდივართ 

პირამიდები--- წრიული და სხვადასხვა ფორმის ნაწილებით. 8-9 თვის პატარას შეგვიძლია ვასწავლოთ სხვადახვა ფორმის პირამიდის აწყობა;

სენსორული სათამაშოები - ამ შემთხვევაში გამოგვადგება საკუთარი ხელით შექმნილი პატარა ტომსიკები, რომელიც სავსეა სხვადასხვა ბურღულით: წიწიბურა, ბრინჯით, მანით და ა.შ. პატარა ხელში ათამაშებს ამ ტომსიკებს და ინვითარებს შეგრძნებებს.

ხელის საღებავები--- დასვით თქვენი პატარა პიკასო დიდ თეთრ ფორმატზე, მიეცით თასით ხელის საღებავები და გასაქანი მის შემოქმედებით ნიჭს ,ესეც თქვენ მისი პირველი შემოქმედებითი შედევრი და სიამაყის წყარო ....
თვალი ადევნეთ საღებავები პირისკენ არ წაიღოს 
პ.ს. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ აბაზანაში დაბანის დაწყების წინ ,მშრალ აბაზანაში დაუგეთ თეთრი, გაუმჭირვალე მუშამბა დაუსხით საღებავები და მიეცით გარკვეული დრო...ამ მეთოდს წინასგან განსხვავებით ერთი წუნი აქვს- მისი შემოქმედებითი შედევრი ვერ გაამდიდრებს თქვენს კოლექციას და მხოლოდ სახალისო სურათები დაგრჩებათ მისი შემოქმედებითი წვის პროცესიდან, ნახატი კი წყალს გაყვება. 

ჩასაყრელი სათამაშოები---- ერთგვარი ყუთები ან სხვადასხვა ფორმის სათამაშოები, რომელსაც სხვადასხვა ზომის და ფორმის ნახვრეტები აქვს სადაც უნდა ჩაყაროს ნივთები.

სათამაშოები ბორბლებზე--- ეე, რა საინტერესოა მათი წინ გაყოლება, როდესაც მორიგ ხოხვით რეისს ანხორციელებს დედიკოსაგან მამიკოსაკენ.

საბავშვო ტელეფონები- უფ, რა საინტერესოა, დააწვები ღილაკს და ჩაირთვება მუსიკა, ან რომელიმე ცხოველის ხმა გაისმება... რა მაგარია?!

კუბიკები--- აი ის კუბიკები გადაბრუნება- გადმობრუნებისთვის რომ ვიყენებდით გამოიყენეთ უკვე ფუნქციურად , ისწავლეთ კოშკების აშენება..

თოჯინები---მიუხედავად იმისა,თქვენს ოჯახში საამაყაო ვაჟკაცი დაიბადა თუ საოცნებო ფერია, ერთი  თოჯინა მიანც უნდა იყოს , ადამიანის მსგავსი, მოძრავი სხეულის ნაწილებით- რათა ვისწავლოთ სხეულის ნაწილები სხვაზეც.


უსაფრთხოება--- აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებლი ასაკობრივი ნორმა, დააკვირდით დეტალების ზომას, პატარა ასაკში არ შეიძლება სათამაშო შედგებოდეს ძლაიან მომცრო დეტალებისაგან,
საღებავი არ უნდა იყოს ტოქსიური, არ უნდა ჰქონდეს სპეციფიური, ქიმიური სუნი. არ უნდა იყსო სუსტი პლასტიკატი, არ უნდა შეიცავდეს მსხვრევად ნაწილებს. არ უნდა ჰქონდეს იმდენად წვრილი ნახვრეტები სადაც შეიძლება ბავშვს თითი გაეჭედოს. ანუ სათამაშოები უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო და აბსოლიტურად უსაფრთხო....

    გახსოვდეთ- მშობლებთან გატარებული ყოველი წუთი,თქვენი მზრუნველობა, სითბო, სიყვარული თქვენი პატარის ფსიქო- ემოციური ჩამოყალიბებისათვის ძალიან ძვირფასია, რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, გადადეთ ყოველგვარი საქმე და დიდი დრო დაუთმეთ შვილიკოებთან თამაშს, ამ  ასაკში დაკარგული დრო, იმ ასაკში აღარ კომპესირდება.  :)

სტატიები ამავე თემიდან

სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მშობლებისთვის

ბავშვის სახელები

მოძებნეთ სახელები მათი პოპულარობის, წარმომავლობის და მნიშვნელობის მიხედვით

გრაფიკები

აწარმოეთ ბავშვის ზრდის და განვითარების ციფრული გრაფიკები

აცრები

აწარმოეთ თქვენი ბავშვის აცრების ელექტრონული გრაფიკი განრიგის მიხედვით

სტატიები

საინტერესო სტატიები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ. ფსიქოლოგების რჩევები.

საკვები დანამატები

მოიძეთ ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტში შემავალი საკვები დანამტების შესახებ

ბლოგი

მშობლების ბლოგი kids.ge-ზე. გაუზიარეთ გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021