kids.ge logo

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტს (Speech and language therapists, SLT) და რა სახის სირთულეებთან მუშაობს Kids.ge-ს ენისა და მეტყველების თერაპევტი ბავშვებთან?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ისეთი სირთულეები, როგორიცაა:

  • მეტყველების დარღვევები - ბგერების წარმოთქმის სირთულე, ორალ-მოტორული სირთულეები;
  • მოუქნელი მეტყველება - ენის ბორძიკი;
  • ენობრივი დარღვევა - რეცეპტული (მიმართული მეტყველების) და ექსპრესიული ენობრივი სირთულეები. მწირი ლექსიკური მარაგი, თხრობის სირთულეები. (სირთულეები - ფონოლოგიურ, სინტაქსურ, მორფოლოგიურ, სემანტიკურ  პრაგმატულ ნაწილში);
  • კომუნიკაციური სირთულეები;

თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა დროულად მოხდეს პრობლემის გამოვლენა და მასზე მუშაობის დაწყება. 

Kids.ge-ში ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში ასევე შესაძლებელია წინასასკოლო კონსულტაცია (5-6 წლის ბავშვებისათვის) - წინასასკოლო მზაობის შემოწმების მიზნით ბავშვის ენობრივი კომუნიკაციური და მეტყველების უნარების შეფასება. ასეთი შეფასება სასურველია გაკეთდეს სკოლაში წასვლამდე საშუალოდ ერთი წლით ადრე.

 

ვიზიტის საფასური:

კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტთან მუშაობის დასაწყებად საჭიროა ბავშვის მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, რისთვისაც პირველადი კონსულტაცია ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ამ მიზნით, ხდება დამატებით რამდენიმე შესაფასებელი ხასიათის ვიზიტი, რომლის დროსაც გამოიკვეთება ყველა სირთულე და მხოლოდ სრულფასოვანი სურათის არსებობის შემდეგ ხდება სამუშაო შეხვედრების დაწყება. 

  • პირველადი კონსულტაცია - 60₾;
  • შეფასება - 90₾;
  • თერაპიული ვიზიტი - 50₾;

 

ჩვენი სპეციალისტები

სალომე ცხვიტავა - კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი (მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ფსიქოლოგი); სამუშაო გამოცდილება: 

  • კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი
    თბილისის აუტიზმის ცენტრი (2020 - 2021 წ.)
  • ტრენერი დამწყები ფსიქოლოგების გადაუდებელ განყოფილებაში.
    Standish Foundation For Children, ევექსის ჰოსპიტლები (2019 - 2020 წ.)
  • ფსიქო-სოციალური სერვისის ხელმძღვანელი
    ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა (2018 - 2021 წ.)
  • ფსიქოლოგი
    ი.ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკა (2016 - 2018 წ.)
  • ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფსიქოლოგი.
    ასოციაცია SOS ბავშვთა სოფელი საქართველო (2016 წ.)
  • ონლაინ ფსიქო-სოციალური სერვისი Covid-19 ით ინფიცირებული ბავშვებისთვის- იდეის ავტორი , კოორდინატორი- საქართველოს სამარიტელთა კავშირი, Standish Foundation for Children, IWA, East-WesT management Institute;
  • ფსიქო-სოციალური სერვისი გადაუდებელ განყოფილებაში - პროექტის ხელმძღვანელი -პროექტი განხორციელდა საქართველოს სამარიტელთა კავშირის მიერ;
  • ტრენინგების ციკლი ბავშვთა უფლებები, აღზრდის სტილი, გარემოსა და მშობლის როლი ბავშვის განვითარების ეტაპებზე - SOS ბავშვთა სოფელი - თანაავტორი, ტრენერი;

 

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართია: თბილისი, პეკინის გამზ. 36. კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, წინასწარ დაგვიკავშირდით:  599 93 25 14

 

რამდენი ვიზიტი დასჭირდება ბავშვს?

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველა სირთულეს სხვადასხვა დრო შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ  ამის თქმა მხოლოდ სიტუაციის შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი და უფრო დეტალურ ინფორმაციას, თქვენი ბავშვის და მისი საჭიროებების მიხედვით, ჩვენი კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტი მოგაწვდით. 

 

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

Kids.ge-ს რჩევები

დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში

ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება, შეაქოთ წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024