საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა
Kids.ge-ს საშაბათო განმავითარებელი პროგრამა განკუთვნილია 3-დან 8 წლის ასაკის ბავშვებისათვის. პროგრამის ძირითადი მიზნებია, ბავშვებმა:
4-5 წლიანების ჯგუფი:
5-6 წლიანების ჯგუფი:
6-8 (I - II კლასელების) ჯგუფი:
გარდა იმ საგნებისა, რასაც ჩვენი საშაბათო პროგრამის მოსწავლეები შეისწავლიან, მათ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებშიც მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ასეთი აქტივობები ისევ და ისევ მათ წასახალისებლად, მოტივაციის გასაზრდელად და სწავლის პროცესის გასახალისებლადაა მიმართული.
ჩვენი მიზანია სწავლის პროცესი მაქსიმალურად სახალისო, საინტერესო, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე გავხადოთ.
საშაბათო განმავითარებელი პროგრამაზე, მოსწავლეთა მინიმალური ასაკი 3 წელია, თუ მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე მას უკვე შეუსრულდა 3 წელი (ანუ მიიღებიან ის მოსწავლეები, რომელთაც 3 წელი უკვე შესრულებული აქვს სასწავლო წლის დასაწყისში).
ჯგუფებში აქტივობები და მათი სირთულეები ბავშვების ასაკის მიხედვით არის შერჩეული და ჯგუფებიც ამავე პრინციპით არის დაკომპლექტებული. გვაქვს 3-4 წლიანების, 4-5 წლიანების, 5-6 წლიანების და I-II კლასელების ჯგუფები.
პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია წლის ნებისმიერ მონაკვეთში (იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში იქნება ადგილები). ამისათვის შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ (+995) 599 93-25-14;
საშაბათო განმავითარებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 120 ლარი თვეში. ფასში შედის ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარი. სწავლის საფასური არის ერთი კალენდარული თვის საფასური (15 რიცხვიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე პერიოდის, მიუხედავად იმისა თუ რამდენი შაბათი იქნება ამ პერიოდში, 4 თუ 5). სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ.
დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 110 ლარია.
მოსწავლის მხრიდან გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.
მიეცით თქვენს შვილს უფლება აირჩიოს ისეთი აქტივობა, სადაც ერთად გაატარებთ 10 ან 15 წუთს. ეს საუკეთესო საშუალებაა სიყვარულის გამოსახატად.
ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები