kids.ge logo

ლელა გაბური

ლელა გაბური

ფავორიტებში დამატება

ლელა (მარინე) გაბური - ექიმი, პოეტი, საბავშვო მწერალი, მკვლევარი. დაიბადა 1967 წლის 8 მარტს გარდაბნის რაიონის, სოფ. გამარჯვებაში.

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

2006 წელს დაიცვა  დისერტაცია თემაზე : „ტრადიციული მედიცინა და ბიოეთიკის საკითხები საქართველოში“ და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა ტრადიციული მედიცინის, ხევსურული ფოლკლორის და რელიგიის ისტორიის საკითხებზე.

არის 4 პოეტური კრებულის და ერთი აუდიო-დისკის ავტორი, რომელშიც  პოეზიასთან ერთად შესულია მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

1998 წელს ლელა გაბურის პოეტურ კრებულს „ყამარის ლექსი“ მიენიჭა მწერალთა კავშირის წლის პრემია.

პირველი საბავშვო  წიგნი  „გუგუმანა კლდის ამბავი“ დაიბეჭდა 2006 წელს რედაქტორი- ამირან არაბული, მხატვარი — თენგიზ მირზაშვილი.

2018 წელს დაიბეჭდა მეორე საბავშვო წიგნი: „ჩიკო და ქობულოელი ბავშვები“ 2019 წელს  გამოიცა „საბავშვო პოემები“.

2018-19 წლებში ლელა გაბურის საბავშვო წიგნები გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო  ლიტერატურის კონკურსის ნომინანტი  და მოხვდა ფინალისტთა სამეულში

ლელა გაბურის წიგნები

ჩიკო და  ქობულოელი ბავშვები
საბავშვო პოემები
გუგუმანა კლდის ამბავი
„ლომი“
ნახატის ავტორი:
მათე მთიულიშვილი (5წლის და 8თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

დააჯილდოვეთ ბავშვების მშვიდი და თქვენთვის მისაღები თამაში

ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ წყნარად, მშობლები კი, ამ დროს, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები და ყურადღებას არ აქცევენ მათ დამოუკიდებელ, მშვიდ და მისაღებ ქცევას. ბავშვებს ყოველთვის სურთ მშობლის ყურადღების მიქცევა. უმჯობესი იქნება, შეაქოთ წყნარად და დამოუკიდებლად ყოფნისათვის და თავადაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში. ამით თავიდან აიცილებთ ბავშვების არასასურველ ქცევას, თქვენი ყურადღების მიქცევას ხმაურით, პროტესტითა და სხვა შეუსაბამო ქცევით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024