ბაღისათვის მოსამზადებელი პროგრამა
თუ თქვენს ბავშვს პანდემიის გამო შეექმნა გარკვეული სირთულეები საბავშვო ბაღში სიარულთან დაკავშირებით; არის ბაღის ასაკის, მაგრამ თვლით რომ არ არის ამისათვის მზად; ვიწყებთ ახალ განმავითარებელ პროგრამას!
პროგრამა განკუთვნილია საშუალოდ 3 ~ 5 წლის ბავშვებისთვის, ვინც საბავშვო ბაღის მოსწავლეა, ან გეგმავს საბავშვო ბაღში წასვლას.
ბავშვების მიღებამდე მოხდება მათთან და მშობლებთან გასაუბრება, რათა თავიდან ავიცილოთ მშობლებში არასწორი მოლოდინები. მოსწავლის მიღება ხდება 3 თვით. სასწავლო წლის განმავლობაში, სამი ნაკადია (ოქტომბრის, იანვრის და აპრილის). თითოეული ნაკადის დაკომპლექტების შემდეგ, შეხვედრები დაიწყება და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს შეეძლებათ მომდევნო ნაკადშიც განაგრძონ პროგრამაზე სიარული.
ჯგუფში მოსწავლეების საშუალო რაოდენობა 4-5 ბავშვია; შეხვედრები ჩატარდება მშობლების ჩართულობით.
სწავლის საფასური თვეში 160 ლარია. კურსის (3 თვის) ერთიანად გადახდის შემთხვევაში, სწავლის საერთო საფასური 440 ლარია (თვეში ~146 ₾). სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, ერთი ან სამი თვის დასაწყისში.
2022 წლის საგაზაფხულო კურსს გაუძღვება ბავშვთა ფსიქოლოგი, თათია გურგენიძე.
ასწავლეთ ბავშვს, რომ გაიგოს სხვისი მარტოობა
ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს, როგორ გრძნობენ თავს ადამიანები, როდესაც ისინი მარტო არიან და როგორ შეუძლია მათ დაეხმაროს.
ყოველ საღამოს სადილზე შეკარით „მადლიერების წრე“
რიგრიგობით ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებიც გულუხვნი და კეთილგანწყობილნი იყვნენ თითოეული თქვენგანის მიმართ იმ დღეს. თან, ამ „წრეს“ თქვენვე მოუფიქრეთ სახელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.
რა არის ADHD ?! ADHD დიაგნოზი, რომელიც ყველაზე მეტად გვხვდება ყოველდღიურობაში და ყველაზე ცოტას ვსაბრობთ მასსზე. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც მშობელმა შეიძლება არ...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო