გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს;
-მასწავლებელო, როგორია გაზაფხული, ან ვის მოჰყავს გაზაფხული? -შეხედე, გაზაფხულია, როცა ცივი ზამთარი დასრულდება და როგორც ამ ტყემლის ხეს გამოუვიდა კვირტები, ყვავილები და ყვავილობს დანარჩენი ხეებიც ასე გაყვავდებიან, გამწვანდებიან და ჭრელი კაბებით მოგვაწონებენ თავს... გაზაფხულია, როცა მდინარე არაგვის ხმა მთელი დღე და ღამე გვესმის... ადიდებულია და ძლიერად ენერცხება ქვებსა და დიდ ლოდებს... მოდის და აღვიძებს მთას, ხევს... გაზაფხულია, როცა დილით გაიღვიძებ და ფანჯარაში მზის სხივი ფარდიდან შემოიჭყიტება, როცა გაწვიმდენა, ჰაერში სველი მიწის, წვიმისა და სველი ყვითელი ნარცისების სურნელი დატრიალდება, ესე იგი, გაზაფხულია!
-რაფერია გაზაფხული?
-ფერადი, ხასხასა, წითელი, ყვითელი, მწვანე… -ღიმილით მითხრა მასწავლებელმა.
-და როგორია გაზაფხული? -მხიარული, რწმენითა და იმედით სავსე. მაგრამ დაფიქრდი… ვის მოჰყავს გაზაფხული? იქნებ - შხაპუნა წვიმას, რომელიც ფრთხილად ეფერება მიწას და ყვავილებს აღვიძებს? პირს ჰბანს... ან იებს და ყოჩივარდებს, რომლებიც პირველები იშლიან იისფერ თმებს... ან პატარა, ბუთხუზა სოკოებს, რომლებიც ხის ძირში წვიმების შემდეგ ურცხვად წამოსკუპდებიან ხოლმე... იქნებ, მზის სხივებს, რომლებიც გვათბობენ? ან მერცხლებს, რომლებიც შორიდან ბრუნდებიან და გაზაფხულის მოსვლას გვახარებენ? მაგრამ იცი რაა? გაზაფხული თავად ბუნებაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ... მაგრამ გაზაფხული მხოლოდ ბუნებაში არ მოდის…-თქვა მერი მასწავლებელმა.
- დედას მოჰყავს გაზაფხული, როცა გაკოცებს და გულში ჩაგიკრავს - მაშინ უკვე გაზაფხულია.
- სამშობლოს მოჰყავს გაზაფხული, როცა მის მიწაზე ფეხს დაადგამ, მის ცას შეხედავ და ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ -მაშინ უკვე გაზაფხულია. და კიდევ… როცა მეგობარი გყავს ბაღში ან სკოლაში, როცა შენს ოჯახში ხარ, როცა გარშემო სითბოა, სიყვარულია და ღიმილი, როცა საჭმელი გაქვს, ჩასაცმელი, ფუმფულა საწოლი და ძილის წინ შენი საყვარელი სათამაშო გყავს ჩახუტებული - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
ავტ-სოფი მაჭავარიანი
ავტორის შესახებ
სოფი მაჭავარიანი
ხელოვანი/მხატვარი
მწერალი/პოეტი/კომპოზიტორი
მეწარმე/ფინანსისტი/დამფუძვნებელი/დირექტორი/
ჟურნალისტი/
...
დაადგინეთ მკაფიო საზღვრები ოჯახის წევრებს შორის, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გაიგეთ, რომ ტანტრუმები ბავშვისთვის რთული გამოცდილებაა და იყავით თანამგრძნობი მისი მიმართ.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
მშობლებისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო