kids.ge logo

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია წინა სასკოლო ასაკის (5-6 წლის) ბავშვებისათვის. აღნიშნულ პროგრამაზე მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მომდევნო სასწავლო წელს, ასაკის მიხედვით უწევს სკოლაში წასვლა (4-5 წლის ბავშვებისათვის, იხილეთ ინფორმაცია განმავითარებელი პროგრამის შესახებ). „სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა“ განმავითარებელი პროგრამაა, სადაც შეხვედრებს ფსიქოლოგები უძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მუშაობა ხდება მეტყველების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე; სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე; შემეცნებითი უნარების, აზროვნების, მეხსიერებისა და ასაკის შესაბამისი სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.  ბავშვები სწავლობენ ჯგუფში ქცევის, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას; ხდება სხვადასხვა სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავება და ა.შ.

დიდი ყურადღება ექცევა ასევე ბავშვის მეტყველების განვითარებას და დახვეწას, რადგან მეტყველება წინა სასკოლო პერიოდში, განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაც ბავშვის თვითდამკვიდრებასა და თვითგამოხატვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ზოგადი უნარების განვითარებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვის ზოგადი ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. ეს სხვადასხვა საგანზე გადანაწილებული ამოცანებია, რაზეც ჩვენი ფსიქოლოგები სისტემატიურად მუშაობენ. ასევე, ფსიქოლოგები მუდმივად არის მშობლებთან კომუნიკაციაში და საჭიროების შემთვევაში შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს მათ. სასწავლო პროცესი გამდიდრებულია ასევე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

 

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • შემეცნებითი უნარების განვითარება
  • მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება
  • მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება
  • ქართული ენა
  • წიგნიერება, ზოგადი განათლება
  • ინგლისური ენა

 

მოსწავლის მიღება და მისი საჭიროებების განსაზღვრა

სწავლის დაწყებამდე ხდება მოსწავლეებთან და მშობლებთან წინასწარი გასაუბრება. სწავლის დაწყების პირველ პერიოდში კი, Kids.ge-ს სპეციალური ელექტრონული პროგრამისა და შეფასების სისტემის დახმარებით ხდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს შეფასება. კვლევების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ჯგუფში მყოფი თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ჯგუფისათვის დაიგეგმოს მთელი სასწავლო პროცესი, შეირჩეს მათთვის საჭირო განმავითარებელი აქტივობები და ვაკონტროლოთ სხვადასხვა საყურადღებო თუ საგანგაშო სიმპტომები, რომელთა შესახებაც მუდმივად ხდება მშობლის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციები.

 

სოციალური და ემოციური განვითარება

სხვადასხვა საგნებზე, ბავშვებთან მუშაობენ ბავშვთა ფსიქოლოგები. შეხვედრების მთავარი მიზანია ჩვენს მოსწავლეებს შევასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა და სხვისი ემოციების გაგება, ამოცნობა და მასზე სწორი რეაგირება. ასევე საკუთარ და სხვის ბრაზთან გამკლავება, შფოთვის დაძლევა. თვითშეფასების განვითარება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და თავდაჯერებულობის განვითარება; კონფლიქტის გადაჭრა; არავერბალური კომუნიკაცია - ხმის ტონი, ხმის სიძლიერე, ჟესტების მნიშვნელობა და გამოყენება; ვერბალური კომუნიკაცია - რიგის დაცვა, მოსმენის უნარის განვითარება, გუნდის წევრად ყოფნა, გაზიარება, სხვებისათვის დახმარების გაწევა და ა.შ.

საინტერესო სტატია ამ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარება

 

მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება

მეტყველების გაკვეთილზე (საგანზე: მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება), სამუშაოები მიმართული იქნება სამეტყველო მარაგის გამდიდრებისაკენ, სამეტყველო სმენისა და ზოგადი კომუნიკაციური უნარების განვითარებისკენ; გარდა ამისა: 

  • წინადადებების გრამატიკულად სწორი ფორმით აწყობისაკენ;
  • აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულისა და აღქმულის გააზრების, დამახსოვრებისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარის გავარჯიშებისაკენ;
  • წაკითხულის გაგების, გააზრებისა და თხრობის უნარების ჩამოყალიბებისაკენ;
  • წერის და კითხვის საწყისი უნარების გამომუშავებისაკენ;

ყველა ამ უნარის ჩამოყალიბება-დამუშავება მოხდება ეტაპობრივად თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით.  თუმცა მეცადინეობები არის ჯგუფური და ის არ გულისხმობს მეტყველების თერაპევტთან ინდივიდუალურ შეხვედრებსსამეტყველო ორგანოთა მასაჟებს და სხვა ტიპის ინდივიდუალურ ინტერაქციებს.

 

მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება

გაკვეთილებზე, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მათემატიკური აზროვნების განვითარებას. ამაზე მუშაობა ხდება სხვადასხვა სამაგიდო აქტივობებით, ტესტებით, სახალისო მათემატიკური თამაშებითა და ამოცანებით. პროგრამის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • ზოგადი უნარები და ლოგიკური აზროვნება
  • რიცხვები 0-დან 10-ის ჩათვლით
  • შეკრება და გამოკლება 10-ის ფარგლებში
  • მეტობა და ნაკლებობა
  • კენტი და ლუწი
  • გეომეტრიული ფიგურები
  • სიდიდეთა შედარება
  • კლასიფიკაცია და შესაბამისობები
  • მწკრივები
  • სიდიდეთა ერთეულები: სიგრძე, მასა, ტევადობა
  • ფულადი ერთეულები და სხვ.

გაკვეთილებზე ჩაუტარდებათ მარტივი, სახალისო ტესტები და ამოცანები.

 

ქართული ენა

  • ანბანი
  • ასო და ბგერა
  • ხმოვანი და თანხმოვანი
  • მარცვალი
  • სიტყვის დამარცვლა
  • მარცვლების მეშვეობით სიტყვების შედგენა
  • სიტყვების მეშვეობით მარტივი წინადადებების შედგენა
  • სინონიმები და ანტონიმები

 

 

წიგნიერება, ზოგადი განათლება

  • კალენდარი (წელიწადის დროები, კვირის დღეები)
  • ამინდი
  • დღესასწაულები
  • უსაფრთხოება-გზებზე მოძრაობის წესები
  • დედამიწა და კოსმოსი
  • ბუნება
  • გეოგრაფია (ზღვები, ოკეანეები, კონტინენტები, საქართველოს რუკა..)
  • ჩვენი დედაქალაქი
  • საქართველოს ისტორია ( მეფეები, ანბანი შექმნის ისტორია, თბილისის დაარსება...)
  • ქართველი მწერლები და პოეტები

 

ინგლისური ენა

მუშაობა ხდება სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე;  ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • მისალმება, დამშვიდობება, ფერები, ფორმები
  • დათვლა 20-ის ფარგლებში, ანბანი
  • სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი
  • წელიწადის დროები, ამინდი
  • ცხოველები, ბუნება, ხილი და ბოსტნეული
  • ოჯახის წევრები
  • სასკოლო ნივთები, ტრანსპორტი
  • ზმნები ( გაღვიძება, ჩაცმა, წასვლა, ყურება, დაკვრა, დახურვა, დავარცხნა და ა.შ.)
  • ანტონიმები (მაღალი-დაბალი, დიდი-პატარა, კარგი-ცუდი, სავსე-ცარიელი და ა.შ.)
  • მარტივი წინადადებები ( როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ; მოწყენილი ვარ; დღეს როგორი ამინდია? ჩაიცვი ქურთუკი; გავიდეთ გარეთ; მივდივარ მაღაზიაში და ა.შ.)

ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ სახალისო თამაშებით, ინგლისური ლექსებისა და სიმღერების მეშვეობით.

 

 

მეცადინეობების განრიგი

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გვაქვს 11:00, 13:00 და 16:00 საათებზე (ჯგუფებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით).

 

ბავშვების ასაკი

სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომელთაც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.

 

მოსამზადებელზე რეგისტრაცია

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით 599 93-25-14

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობელი (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.


 

სწავლის საფასური

სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 250 ლარი თვეში. დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 230 ლარია.  

 

რა უნდა მოიტანოთ?

ყველა საჭირო რესურსი, მასალა, ინვენტარი, რაც ბავშვებს ჩვენთან შეიძლება დასჭირდეთ, შედის სწავლის საფასურში. მათ შორის რვეულები, კალმები, ფანქრები და ა.შ.

 

„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

პატივი ეცით მშობლის აღზრდის განსხვავებულ მეთოდებს

მხარი დაუჭირეთ თქვენი მეუღლის მიდგომას შვილების აღზრდაში - თუ ეს არ ცდება რაიმე ფარგლებს. პარტნიორთან კამათი უფრო მეტ ზიანს აყენებს თქვენს ქორწინებას და თქვენი შვილისთვის უსაფრთხოების განცდას. უმჯობესია, მიიღოთ ერთმანეთს აღზრდის სტანდარტები.

Kids.ge-ს რჩევები

შესთავაზეთ კერძი რამდენჯერმე

თუ თქვენს შვილს ახალი კერძი არ მოსწონს, არ დანებდეთ. სცადეთ შეთავაზება რამდენჯერმე სანამ არ მიხვდება, რომ კერძი მოსწონს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024