kids.ge logo

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

ბავშვებზე ძალადობა მეტად აქტუალური თემაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვასა და ზიანს. ის შეიძლება იყოს: ღია (მაგალითად ფიზიკური) და ფარული (მუქარა, დევნა, მოტყუება). ძალადობაა ყოველგვარი ქმედება  ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შელახოს კანონით მინიჭებული უფლებები. არსებობს ძალადობის მრავალი ფორმა. იგი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში. განსაკუთრებით ხშირია ოჯახში ძალადობის შემთხვევები, როდესაც მოძალადედ თვით ბავშვის მშობლები და ახლო ნათესავები გვევლინებიან. თუმცა ისინი, უმეტესად, ვერც ხვდებიან, რომ ძალადობენ საკუთარ შვილზე.

ძალადობაში გაზრდილი ბავშვი ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება მოძალადე, სწორედ ამიტომ ბავშვის აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა.

ყოველწლიურად  სოფელსა თუ ქალაქში უამრავი ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი. 2013 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში ბავშვებზე ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული. ძალადობის უპირველესი კერა ოჯახია: ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური დასჯა მშობელთა 45%-ს დასაშვებად მიაჩნია, ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია. მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას ორიენტირებულია პროცესსზე და არა შედეგზე. ისინი ნაკლებად ითვალისწინებენ მოსალოდნელ რისკებს. სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს ადამიანის ჩამოყალიბებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონ გახდება მოძალადე.

 

რა არის ბავშვზე ძალადობის მიზეზი? 

ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება რთულია. ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პიროვნული, ისე კულტურული და სოციალური ფაქტორებით განპირობებული. ამ თვალსაზრისით 4 ძირითადი კატეგორია გამოიყოფა:

  1. ძალადობრივი ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა;
  2. სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი;
  3. სოციალური იზოლაცია;
  4. ოჯახის სტრუქტურა;

 

ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი მიზეზების არსებობის შემთხვევაში: დაბალი სოციალური კულტურა და განათლება; მშობელთა მენტალური პრობლემები; ალკოჰოლიზმი და ნარკომანია; ხშირი სოციალური პრობლემები; ოჯახური კონფლიქტები; არასრული ოჯახი და სხვ.

 

ძალადობის შედეგები

ფსიქოლოგი პედიატრებისა და სოციოლოგების აზრით, ბავშვებზე ძალადობა უკვალოდ არ ქრება და შედეგად ვიღებთ მათ ხშირ სიკვდილიანობას, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, დაბალ თვითშეფასებას, გონებრივ ჩამორჩენილობას, სუიციდის მცდელობას. ბავშვებს ხშირად უვითარდებათ სასკოლო უნარების (მეხსიერება და ყურადღება)  დაქვეითება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ექმნებათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები.

გარდატეხის ასაკში კი ყველა ეს პრობლემა მეტად იჩენს თავს და მშობლებს უკან უბრუნდებათ საკუთარი შეცდომები. ბავშვები ეძალებიან ალკოჰოლს, ხდებიან ნარკოდამოკიდებულნი, ექცევიან კრიმინალური სამყაროს გარემოცვაში, შინაგანი პროტესტის გამოხატვის მიზნით ხშირად არასწორ გზას ირჩევენ, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგები მოაქვს. ბავშვთა ძალადობის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადის ეშინიათ. ასევე დიდია სირცხვილისა და უხერხულობის განცდა.


 ფსიქოლოგიასტატისტიკა
Kids.ge-ს რჩევები

წააქეზეთ კარგი ქცევით

გამოხატეთ თქვენი გრძნობები მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი აკეთებს რაიმე სასარგებლოს ან სასიამოვნოს. ეს შესანიშნავი გზაა კარგი ქცევების გასავითარებლად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024