kids.ge logo

10 ფაქტი ბავშვთა ტრავმატიზმზე

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

„ბავშვთა ტრავმატიზმის პრევენციის მსოფლიო ანგარიში“, ბავშვებში შემთხვევითი ტრავმებისა და „უბედური შემთხვევების“ პრევენციისათვის რეკომენდაციებს იძლევა. მისი მტკიცებით, თუ პრევენციულ ზომებს მივიღებთ ყველგან და ყოველთვის. ყოველდღიურად სულ ცოტა 1000 ბავშვის სიცოცხლე იქნება შენარჩუნებული. აქვე ბავშვებსა და მოზარდებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული შემთხვევითი ტრავმების სახეობებია განხილული, დასახულია მათგან გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლების შემცირებისა და სიცოცხლის გადარჩენის გზები. 

ფაქტი 1 - ბავშვთა ტრავმატიზმის 90% გამოწვეულია გაუთვალისწინებელი, შემთხვევითი ტრავმებით.

ფაქტი 2 - ბავშვთა ტრავმატიზმის შედეგად გამოწვეული სიკვდილობის ძირითადი მიზეზებია: საგზაო-სატრანსპორტო ავარიები, დახრჩობა, დამწვრობა, სიმაღლიდან ვარდნისა და და მოწამვლის შემთხვევები.

ფაქტი 3 - საგზაო-სატრანსპორტო ავარიები 10-19 წლის ასაკის ბავშვებში, ტრავმებით გამოწვეული სიკვდილობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. მათი თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური ზომებია: უსაფრთხოების ღვედების, ჩაფხუტების გამოყენება, ტრასპორტში ბავშვებისათვის სპეციალური ადგილის, ქუჩაში ფეხით მოსიარულეთათვის კი ბილიკის გამოყოფა, მართვის მოწმობის აუცილებლობა, დღის მანძილზე ტრანსპორტის ჩართული ფარებით მოძრაობა, სიჩქარის შეზღუდვა, ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ტრანსპორტის მართვის მოწმობის აკრძალვა.

ფაქტი 4 - ბავშვთა სიკვდილობის მთავარ მიზეზს აზიის ქვეყნებში, დახრჩობა წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში დახრჩობის შედეგად, ყოველდღიურად 480 ბავშვი იღუპება. პრევენციული ზომები ითვალისწინებს: მაშველი ჟილეტების გამოყენებას, საცურაო აუზების შემოსაზღვრას, გადაუდებელი დახმარების დროულად ჩატარებას.

ფაქტი 5 - დამწვრობის შედეგად, მსოფლიოში ყოველდღიურად 260 ბავშვი იღუპება. ცეცხლით და ცხელი სითხეებით გამოწვეულმა დამწვრობამ შესაძლებელია ბავშვი სერიოზულ ინვალიდობამდე მიიყვანოს. დამწვრობის რისკის შესამცირებლად აუცილებელია: შენობებში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟება, ონკანში ცხელი წყლის ტემპერატურის რეგულირება, სანთებელას შენახვა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ხანძრის შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა დამწვრობის ცენტრში მკურნალობით.

ფაქტი 6 - გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით ბავშვთა სტაციონარში მიმართვიანობის მიზეზთა ნახევარს, სიმაღლიდან ვარდნა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ბავშვები მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებებს ღებულობენ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ყოველდღიურად 130 ბავშვი იღუპება. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფანჯრების გისოსებით დაცვა, ბავშვებისათვის სპეციალური კონსტრუქციის მქონე ნაწარმის გამოყენება, ბავშვთა მოედნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ფაქტი 7 - მთელ მსოფლიოში მოწამვლების შედეგად ყოველდღიურად 125 ბავშვი იღუპება. მოწამვლების თავიდან აცილების ეფექტურ ზომებს წარმოადგენს: ტოქსიკური ნივთიერებების, წამლებისა და შხამის შენახვა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, მათი დროული და ეფექტური მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ ცენტრებში.

ფაქტი 8 - ტრავმის მიღების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები არიან. უმეტეს შემთხვევაში მათი საცხოვრებელი სახლების ფანჯრები გისოსებით დაცული არ არის, არა აქვთ უსაფრთხო სახურავი და კიბე, ცხოვრობენ გზებთან ახლოს, სადაც სწრაფი და ინტენსიური მოძრაობაა, ხშირად სათამაშო ადგილიც არა აქვთ გამოყოფილი.

ფაქტი 9 -პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად ბოლო 30 წლის მანძილზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში 50%-ით შემცირდა ბავშვთა ტრავმატიზმით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევები. აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს:

  • ბავშვების მიუწვდომლობას წამლებსა და შხამებზე;
  • კიბის მოაჯირის ისეთი სახით მოდიფიცირებას, რომ ბავშვებმა ვერ მოახერხონ მასში გაძრომა ან გაჭედვა;
  • საცურაო აუზების შემოსაზღვრას;
  • ბავშვთა ტრავმატიზმის თავიდან აცილების მიზნით, ზოგად-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას;
  • ბავშვებზე ორიენტირებული, კვალიფიციური გადაუდებელი დახმარების გაწევას;

ფაქტი 10 - ყველა ბავშვს აქვს უფლება დაცული იყოს ტრავმებისაგან. ტრავმატიზმის პრევენციისა და დროული, გადაუდებელი დახმარების ჩატარების შედეგად, მრავალი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა და შედეგების შემსუბუქებაა შესაძლებელი. 


 ტრავმებისტატისტიკა
Kids.ge-ს რჩევები

წააქეზეთ კარგი ქცევით

გამოხატეთ თქვენი გრძნობები მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი აკეთებს რაიმე სასარგებლოს ან სასიამოვნოს. ეს შესანიშნავი გზაა კარგი ქცევების გასავითარებლად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024