kids.ge logo
Kids.ge-ს ონლაინ ჟურნალი

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება

უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და ამ შეუცნობელ შესაძლებლობათა ნამდვილი ფასი. ვცდილობთ, ბავშვი ნაადრევად გამოვიყვანოთ ბავშვური სამყაროდან, გვინდა ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე ადრე მოვამზადოთ. ამას კი ხშირად არასასურველი შედეგი მოყვება, რადგან ვიწვევთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება.

ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს:

ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.

კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების - აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების განვითარებას.

ფსიქოსოციალურს - პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.

სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სამი ეტაპი: თამაში, ხატვა და ზღაპრის ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ხატვა ქცევის ისეთი  ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.

 

და მაინც რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

უპირველესი მიზეზი ამისა არის ის, რომ ხელოვნება ეხმარება ბავშვებს აღმოაჩინონ თუ როგორ უნდა შექმნან ბედნიერება, სიხარული. ჩვენ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და დიდ დროს უთმობს თამაშებს. თუმცა ჩვენ, ადამიანები ხომ იმისთის ვართ შექმნილნი, რომ რაიმე ახალი შევქმნათ. სწორედ ამიტომ დღესდღეობით, მოზარდებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ სტიმულირება მისცენ თავიანთ წარმოდგენებს.

 

ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში:

  1. ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება; 
  2. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ცხოველებს, მცენარეებს, გარემოს, უვითრდება ფანტაზია, ცნობიერება, ემოციები, ესთეტიური აღქმა, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა;
  3. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს დაწყებული საქმე, ბოლომდე დაასრულოს ნამუშევარი. ბავშვის სწავლობს განწყობის შემუშავებას. მნიშვენელოვანია განიცადოს სიხარული და თვითკმაყოფილება ხატვის პროცესში.

 

დასასრულს კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ის დიდ როლს ასრულებს მისი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებაში. სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს ბავშვს საშუალებას გამოხატოს საკუთარი ემოციები და გახდეს მეტად თავდაჯერებული, ისე როგორ ხატვა. ასე რომ, როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნახატი.


 განვითარებასწავლახატვა
Kids.ge-ს რჩევები

მიაჩვიეთ ბავშვები ფიზიკურ აქტივობას

უახლესი კვლევების თანახმად, მცირეწლოვან ბავშვებში გონებრივი განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ ფიზიკურ აქტივობასთან. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოათავსეთ ბავშვი მუცელზე, მიეცით თქვენს პატარას უფლება ფეხით და არა ეტლით გადაადგილდეს, უფრო მეტად ავარჯიშეთ.

დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!
დავით ცვარიანის ბლოგი - მე ვწმენდ!

ალბათ ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია ქალაქში, განსაკუთრებით ასფალტიან ზედაპირებზე ძაღლების მიერ დატოვებული სიურპრიზებით. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არა ძაღლის, არა...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2023